USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
ვაკის რაიონის გამგებელმა 2023 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა
Date:  1664
ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2023 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. საუბარია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე.
გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოს დეტალების განხილვა დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდებოდა. გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 13 მისამართზე მოეწყო. სხვადასხვა მისამართზე 1 160 ძირი მცენარე დაირგო - სკვერებს შეემატა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ბუჩქები და ბალახის საფარი.
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, 7 მისამართზე სპორტული მოედნები განთავსდა, მათ შორის, ერთი - ჩინეთის საელჩოს მიერ გამოყოფილი გრანტით რეაბილიტირდა.
საგზაო ინფრასტრუქტურა 161 მისამართზე განახლდა - მოწესრიგდა 77 000 კვ. მ ფართობის გზა.
უსაფრთხოების მიზნით, 2023 წელს ფერდის გასამაგრებელი და დამცავი რკინა-ბეტონის კედლები 5 მისამართზე მოეწყო. 9 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა. მიმდებარედ მოეწყო განათების ქსელიც.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 190 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. რეაბილიტირდა 84 ლიფტი. მათ შორის, 19 მისამართზე ე.წ. „კარაჩაროვის“ ტიპის კომუნისტური კონსტრუქცია თანამედროვე სრულიად ახალ ლიფტად ჩანაცვლდა. 59 მისამართზე - სტანდარტული ლიფტი, ხოლო 6-ზე - სატვირთო ლიფტი გამოიცვალა. დაზიანებული გადახურვა 33 მისამართზე განახლდა, 12 მისამართზე კი, ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. პროექტების ჩამონათვალს სადარბაზოების შიდა სივრცეების გამაგრების სამუშაო დაემატა - 5 მისამართზე რეაბილიტირდა და გამაგრდა დაზიანებული ნაწილები, ე.წ. შიდა აივნები, აღდგა არსებული ნაპრალები და სხვა პრობლემური მონაკვეთები. შვიდ მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა. ოთხ მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალები რეაბილიტირდა. ამხანაგობებისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი - წყალარინების შიდა ქსელების განახლებაა. ასევე, მიმდინარე წელს 21 წყალარინების ქსელი განახლდა.
გარდა ამისა, 2023 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისთვის 3 320 800 ლარი იყო გათვალისწინებული.
ამასთან, ხუთი სპორტული ტურნირი, სამი საბავშვო და კულტურული ღონისძიება და ერთი ინტელექტუალური თამაში დაფინანსდა.
პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე, თბილისის რაიონების გამგებლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
 
World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way