USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
ვაკის რაიონის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში
дата:  382

მიმდინარე წელს ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 69 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა

ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. საუბარია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე.

გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების დეტალების განხილვა დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდებოდა. გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 11 მისამართზე მოეწყო. სხვადასხვა მისამართზე 1 213 ძირი ხე-მცენარე დაირგო - სკვერებს შეემატა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ბუჩქები და ბალახის საფარი.
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზე სპორტული მოედნები განახლდა, ერთზე კი - ახალი სტადიონი მოეწყო.

საგზაო ინფრასტრუქტურა 69 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა.

უსაფრთხოების მიზნით, 2024 წელს ფერდის გასამაგრებელი და დამცავი რკინა-ბეტონის კედლები 3 მისამართზე მოეწყო. 8 მისამართზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. 4 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა. მიმდებარედ მოეწყო განათების ქსელიც.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 203 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. რეაბილიტირდა 78 ლიფტი. მათ შორის, 16 მისამართზე ამორტიზებული კონსტრუქცია თანამედროვე სრულიად ახალი ლიფტებით ჩანაცვლდა. დაზიანებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები 70 მისამართზე განახლდა. 12 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 22 მისამართზე კარები გამოიცვალა. ასევე, მიმდინარე წელს წყალარინების 19 ქსელი განახლდა.
გარდა ამისა, 2024 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამების ფარგლებში, დახმარება 8 035 ადამიანს გაეწია.
ამასთან, ოთხი სპორტული ტურნირი, ოთხი საბავშვო და კულტურული ღონისძიება დაფინანსდა.
პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე, თბილისის რაიონების გამგებლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати