ვაკის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე საჯარო და კერძო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეთათვის ფრენბურთის ტურნირი „ვაკის თასი 2024“ გაიმართა.
ტურნირი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 12 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
გოგოების გუნდთა შორის პირველი ადგილი კერძო სკოლა „ერუდიტის“ მოსწავლეებმა დაიკავეს, მეორე ადგილზე N122 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი, ვალდორფის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეებს ერგო.
ბიჭების გუნდებს რაც შეეხება, პირველ ადგილზე კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ვალდორფის სახელობის კერძო სკოლის გუნდმა დაიკავა, მესამე ადგილი კი, - ბაქსვუდის კერძო სკოლის გუნდს ერგო.
გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.