USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ვაკის გამგეობა რაიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს
თარიღი:  826
ვაკის გამგეობა რაიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს. ამჯერად, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N1 კორპუსის გარე და შიდა ტერიტორიებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
ტერიტორიაზე ჩატარდა წყალარინების ქსელის მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოები - გამოიცვალა საკანალიზაციო მილები და ჭები, რის შემდეგაც, 3 000 კვ. მ ფართობზე გზის საფარი განახლდა. გარდა ამისა, კორპუსში ამორტიზებული ლიფტი რეაბილიტირდა. ამ ეტაპზე კი, სადარბაზოებთან გარე კიბეების განახლება იწყება.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან - გიორგი ტყემალაძესთან და ნოდარ ტურძელაძესთან ერთად შეხვდა.
 
 
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის