USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
ვახტანგ მშვილდაძე- კანადაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი
თარიღი:  1213

საფრანგეთში 1997 წელს ჩავედი NATO-ს სტიპენდიით და სტაჟირება გავიარე ექს-მარსელის უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის ფარმაკოგნოზიის ლაბორატორიაში.

უცხოელ კოლეგებთან ერთად, ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე, განვახორცილე ორი სამეცნიერო პროექტი, რომლის მიზანი იყო ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოვლინება საქართველოს ენდემურ მცენარეებში, მათგან მედიკამენტების შექმნის პერსპექტივით. სტაჟირებები გავიარე გრაცის (ავსტრია) და ლიეჟის (ბელგია) უნივერსიტეტების ლაბორატორიებშიც.

2004 წლიდან კვებეკის (კანადა) უნივერსიტეტში ვხელმძღვანელობ სამეცნიერო პროექტებს; ვკითხულობ კლასიკური ფარმაკოგნოზიის სალექციო კურსს, როგორც დოქტორანტებისთვის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. ჩვენთან ქართველი დოქტორანტები და პოსტდოქტორანტები ყოველ წელს გადიან სტაჟირებას. მათთვის ლაბორატორიაში ჩატარებული ყველა კვლევა უფასოა. კვებეკის უნივერსიტეტსა და თსსუ-ს შორის გავაფორმეთ მემორანდუმი, რის საფუძველზეც კანადელმა მეცნიერებმა რამდენჯერმე ჩაატარეს სალექციო კურსი. ამჟამად კვლევებს რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოებთ.

ასევე, ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ინსტიტუტში შექმნილია ოცდაათამდე ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი, რომელთაგან ნაწილის წარმოება და ექსპორტი ხორციელდება. ვარ კავკასიური სუროს ფოთლებიდან მიღებული, ბრონქოსპაზმოლიზური მედიკამენტის - “კავსურონი”-ს თანაავტორი; ვფლობთ რამდენიმე პატენტს. ვთვლი, რომ სახელმწიფოსგან მეტი ყურადღების შემთხვევაში, ინსტიტუტს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება შეუძლია ახალი ორიგინალური მედიკამენტების შექმნისა და მათი ექსპორტის მიმართულებით. მიმაჩნია, რომ ფარმაცევტული მეცნიერების ხელშეწყობა საქართველოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. სასწრაფოდ გადასახედია მეცნიერების მართვის სისტემა. ამჟამინდელი სისტემა მოძველებულია და ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც დასავლურ სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაცია ითვალისწინებს.

უკეთესი მართვის სიტემის შემუშავების შემთხვევაში, გაძლიერდება ახალგაზრდა კადრების მეცნიერებით დაინტერესება, გამარტივდება უცხოეთში მომუშავე მეცნიერთა ჩართულობა ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. უნივერსიტეტებში და კვლევით ინსტიტუტებში დამკვიდრდება ჭეშმარიტი აკადემიური თავისუფლება. მსგავს ცვლილებებს, სახელმწიფოსგან ფინანსურ უზრუნველყოფაზე მეტად, ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება.

წყარო:Speech • სფიჩი

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის