USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
Date:  

ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტის განხილვის მიზნით 300 არაგველის მემორიალთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა რეაბილიტაციის ეტაპები და შესასრულებელი სამუშაოები დეტალურად განიხილეს.

ბულვარი, რომლის ფართობიც ორი ჰექტარია, სრულად რეაბილიტირდება. სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ასრულებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდება საპარკო ავეჯი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისათვის საჭირო ყველა ღონისძიება. ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი. ასევე, განხორციელდება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, სიძველისა და გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დაზიანებული ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების რეაბილიტაცია. მათ შორის ერთ-ერთი პირველია 1962 წელს განთავსებული „300 არაგველის მემორიალი." აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ გასულ ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way