USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
дата:  402

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო არეალი ორ ჰექტარს მოიცავს.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე, საკუთარ მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„დავიწყეთ გორგასლის ქუჩაზე არსებული ბულვარის რეაბილიტაცია, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე განახლდება, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განთავსდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თავდაპირველად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიწის ქვეშ გადატანა გვინდოდა, თუმცა ტერიტორიაზე არსებული მრავალწლოვანი ხეების გამო, მსგავსი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. ჩავატარეთ კვლევებიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე არსებული ბულვარი მოვაწესრიგოთ, მომავალ წელს კი განახლდება გზის მეორე მხარეს არსებული სივრცე, რომელიც დაახლოებით, ორი ჰექტარია. კრწანისის მოსახლეობას კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომელიც სავარჯიშოდ, დასვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსება შესაბამისი საპარკო ავეჯი. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახი.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბექა ოდიშარია და ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

 

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати