USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ვახტანგ გომელაური: დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოში და ევროპასთან შედარებითაც
Date:  315

დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოში და ევროპასთან შედარებითაც, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, ასახავს თუ არა უწყების მიერ დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკა რეალობას მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში თბილისის ცენტრში არაერთი გახმაურებული მკვლელობა მოხდა.

„თქვენ მეუბნებით, რომ ვმალავთ? სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა [თბილისის ცენტრალურ უბნებში], მაგრამ სტატისტიკა სხვაგვარია. მკვლელობა მოხდა, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას არ მოხდეს, მაგრამ ამით სტატისტიკა არ გაზრდილა. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოში და ევროპასთან შედარებითაც“, - განაცხადა გომელაურმა.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way