USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
ვახტანგ გომელაური - აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი
дата:  677

სიტუაციის ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შემთხვევაში სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უსწრებდა გაფრთხილება, როგორც მასმედიის, ასევე უშუალოდ ადგილზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით.

„სატელევიზიო პირდაპირ ეთერებში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის, რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა, ასევე, თავად აქციის მონაწილეებმაც მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება.

სიტუაციის ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით აუცილებელი გახდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეწყვეტა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება.

დაახლოებით ღამის პირველ საათზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ კოლოფი და განხორციელდა სპეციალური ღონისძიება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება რუსთაველის მეტროს მიმართულებით დაეტოვებინათ ტერიტორია, ხოლო საპოლიციო კორდონებმა მსვლელობა დაასრულეს ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ხაზგასასმელია, რომ ყველა შემთხვევაში სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უსწრებდა გაფრთხილება, როგორც მასმედიის, ასევე უშუალოდ ადგილზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით, რათა ერთის მხრივ მოქალაქეები დამორჩილებოდნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და დაეცვათ წესრიგი, ხოლო მეორეს მხრივ დაეტოვებინათ ძალადობრივად მიმდინარე შეკრების ტერიტორია.

პოლიციის მხრიდან გატარებული აღნიშნული ღონისძიებების შედეგად შეკრების მონაწილეები გვიან ღამით დაიშალნენ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати