USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ვაკეში, შავგულიძის N7-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის სამუშაოები დასრულდა
дата:  819
ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას განაგრძობს. მორიგი გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცე შავგულიძის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო.
 
აღნიშნულ მისამართზე, 500 კვ. მ ფართობზე ტერასულად მოეწყო დასასვენებელი და საბავშვო ზონები; დამონტაჟდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა; რბილ საფარზე მოეწყო საბავშვო მოედანი ატრაქციონებით; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო ბალახი და 20-მდე ხე-მცენარე დაირგო.
შესრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან - გიორგი ტყემალაძესთან და ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
აღნიშნულ მისამართზე მდებარე გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცე  500 კვ. მ ფართობზეა განთავსებული.

პროექტის ღირებულებამ 236 000 ლარი შეადგინა.

 
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати