USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ვაკეში „დააკავეს“ მელა, რომელიც ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს იპარავდა
თარიღი:  2559

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა თბილისში დაიჭირა მელა, რომელიც ვაკეში ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს იპარავდა. ამის შესახებ Facebook-ზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია წერს. მან სოციალურ ქსელში „დამნაშავის“ ფოტოც გაავრცელა.

"ერთ უწყინარ და ბედნიერ ოჯახს, შუაგულ ვაკეში ეს ,,არამზადა" გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი.
ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი ორი პერანგიც გაიყოლა. საინტერესოა რაში გამოიყენა? 

-ვინ არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
-სად არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
უკვე ოჯახის წევრების ნერვული სისტემა, ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობა ჩიხში რომ შევიდა, ცალ-ცალი ფეხსაცმლით სიარულიც მოდად აქციეს და ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, ყალთაბანდიც გაიფაქტა.
ეს ოინბაზი კი ,,დაატუსაღეს", მაგრამ თანამზრახველიც ყოლია და იმასაც მალე მივუსვამთ გვერდით .

პ.ს ისე სახეზე ხომ ეტყობა რისი მკადრებელიცაა?"

წყარო:https://www.facebook.com

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის