USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ვაკეში, ავალიშვილის ქუჩის N8-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო
თარიღი:  837
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ავალიშვილის ქუჩის N8-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო. ქსელის ჯამური სიგრძე 145 გრძივ მეტრს შეადგენს.
 
პროექტის მიმდინარეობისას, 13 აგვისტოდან, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შვიდი დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება ჭავჭავაძის გამზირიდან ავალიშვილის ქუჩის მიმართულებით სრულად შეიზღუდება.
ამირეჯიბის გზატკეცილიდან კი გახსნილი იქნება მხოლოდ ერთი ზოლი
 
პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, სრულად გადაიკეტება კორპუსებთან მისასვლელი გზა. აღნიშნული სამუშაოები 19 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. ამ პერიოდში სამუშაოები 09:00-დან 23:00 საათამდე განხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან და ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის