USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
ვაკე-ელენე ხოშტარია, მთაწმინდა- შალვა შავგულიძე, ისანი- გიორგი ვაშაძე, ნაძალადევი-შალვა ნათელაშვილი, გლდანი-ნიკა მელია, სამგორი-ლევან ხაბეიშვილი
თარიღი:  749

 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, შეთანხმება მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით მიღწეულია თბილისის ექვს ოლქზე, ხოლო ორ ოლქზე კონსულტაციები გრძელდება.

კანდიდატების ოფიციალურად წარდგენამდე, ოპოზიციის ლიდერები ადასტურებენ, რომ ვაკეში კენჭს ელენე ხოშტარია იყრის, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე და ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი. რაც შეეხება ორ ოლქში წარსადგენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, გლდანში კენჭს ნიკა მელია, ხოლო სამგორში ლევან ხაბეიშვილი იყრის.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან მივიღე და მგონია, რომ სწორედ ამ გზით ნამდვილად შევძლებთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარია “ განუცხადა.

მისი თქმით, ეს ოპოზიციური კოორდინაცია არის იმის წინაპირობა, რომ ისინი „ქართულ ოცნებას" დაამარცხებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების ბევრი მცდელობის, ბევრი განსხვავების, ბევრი პრობლემის მიუხედავად, შეძლო საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება და ეს საერთო სტრატეგია არის სწორედ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხარდაჭერა სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან მივიღე და მე მგონია, რომ სწორედ ამ გზით ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება". რა თქმა უნდა, წინ არის საკონსტიტუციო ცვლილებები, „ქართული ოცნებისგან" არაფერია გამორიცხული, მათ არ შეასრულეს 8 მარტის შეთანხმება, ეს ფაქტია, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ოპოზიციური კოორდინაცია არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ „ქართულ ოცნებას" დავამარცხებთ.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა  "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამაც, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისში არის ორი ოლქი, სადაც ოპოზიცია საერთო კანდიდატს არ ასახელებს.

"ეს ორი ოლქიც იმიტომაა დატოვებული, რომ ამ ორი ოლქის სპეციფიკიდან გამომდინარე, ან პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ფიგურა, რომელიც პირველ ტურში დაამთავრებს არჩევნებს, ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ, უნდა იყოს შერჩეული. შეიძლება იყოს ასევე ოლქები თბილისის გარეთ, სადაც სჯობს, რომ ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატი იყოს, სულ არის ტაქტიკური გონივრული საკითხები," - განაცხადა ბოკერიამ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის