USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ვაგრძელებთ ბახმუტის დაცვას და ვემზადებით კონტრშეტევისთვის - ზელენსკი
თარიღი:  424

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები მანამდე იბრძოლებენ ბახმუტისთვის, ვიდრე ეს გონივრული იქნება, მაგრამ არ აპირებენ დაიცვან ის ნებისმიერ ფასად.

„ეს არ არის განსაკუთრებით დიდი ქალაქი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი დაცვა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად და იმის ფასად, რომ ყველა დიღუპოს. ვიბრძოლებთ, ვიდრე ეს გონივრული იქნება, რუსებს უნდათ შემდეგ წინ წაიწიონ კრამატორსკამდე და სლავიანსკამდე, დონბასის საზღვრამდე და დნეპრამდე, თუ შეძლებენ. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ, ამასთან, ვემზადებით შემდგომი კონრეშეტევისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ იტალიურ გამოცემა  Corriere della-თან ინტერვიუში.

მანამდე დასავლური მედია იუწყებოდა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია კიევს ურჩევს დრო და ძალები არ დაკარგოს ბახმუტის დასაცავად და კონცენტრაცია მოახდინოს კონტრშეტევაზე ფრონტის სხვა მონაკვეთებზე.

სააგენტო ბლუმბერგი თებერვლის დასაწყისში ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინამ, შესაძლო,ა მალე გაიყვანოს ჯარები ბახმუტიდან.

გამოცემის წყაროს აზრით, ბახმუტიდან უკან დახევა არ აისახება ომის სტრატეგიულ ზეგავლენაზე. უკარინის ჯარი, სავარაუდოდ, ააგებს თავდაცვით ხაზებს იმ ადგილთან ახლოს, სადაც ახლა ფრონტის ხაზი გადის.

ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) გასულ კვირას იუწყებოდა, რომ ბახმუტის დაცვამ, შესაძლოა, ხელსაყრელი პირობები შექმნას უკრაინის მომავალი კონტრეშეტევისთვის. ISW-ში აღნიშნავდნენ, რომ დიდი დანაკარგების მიუხედავად, ქალაქის დაცვის გაგრძლების გადაწყვეტილება, სტარტეგიული ნაბიჯი იქნებოდა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის