USD 2.6908
EUR 3.2088
RUB 3.5562
თბილისი
უზენაესის ყოფილი მოსამართლე გადაწყვეტილებების
თარიღი:  807

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა. მან "მთავარ არხთან" საუბრის დროს თქვა, რომ რიგ შემთხვევებში მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას. საუბარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომლის დიდ ნაწილსაც არასამთავრობო ორგანიზაციები კლანად მოიხსენიებენ.

"არაერთი მოსამართლე ყოფილა მათი მხრიდან დევნის ობიექტი, რომელსაც არასამართლიანად მოექცნენ ან აიძულეს დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ სისტემიდან, ან აიძულეს გადასულიყვნენ დაბალი ინსტანციის სასამართლოში... ასეთი ფაქტები არათუ გაგებული, გამოცდილიც მაქვს...

მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ მიმეღო გარკვეული გადაწყვეტილებები წინასწარ. იყო თხოვნა, რომ ეს იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული, სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მათთან მომივიდა კონფლიქტი.

მათი მხრიდან ასეთ ჩარევებს არ აქვს "აკადემიური ხასიათი" - რომ "იქნებ, კანონში ასე ხომ არ წერია და ხომ არ გჭირდებათ ჩვენი დახმარება", არამედ "ქუჩური წესებით" საქმის გარჩევა [ხდება], დაბარება კაბინეტებში და პირდაპირი მოწოდება, რომ დადგეს ეს შედეგი", - ამბობს ყოფილი მოსამართლე.

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არ სჯერა ყოფილი მოსამართლის გაჟღერებული ბრალდების.

"ოდესმე მიმართა, მაგალითად, საგამოძიებო უწყებას რომელიმე „ქუჩური გარჩევის“ თაობაზე და ა.შ.? ასე მარტივად მე პირადად, ასეთი ტიპის განცხადებებს არ ვენდობი და არ ვიზიარებ, არ ვეთანხმები. თუ არის ისეთი, რაც კრიმინალური შინაარსისაა, რასაკვირველია, ყველას აქვს უფლება საგამოძიებო ორგანოს მიმართოს და დიახ, ყველაფერი გამოძიებული იქნება. ასეთია სწორი მიდგომა. ისე კი, ნამდვილად არ მჯერა, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ზეწოლას ახდენდა ინდივიდუალურად კონკრეტულ მოსამართლეზე, რომ მიეღო კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, ეს არ მჯერა, რადგან ვიცი ხელისუფლების განწყობა და დამოკიდებულება ამ საკითხების ირგვლივ და არც მსმენია უბრალოდ შიგნით ვინმესგან, ხელისუფლების მხრიდან საჭიროებაზე ან თუნდაც დასაშვებობაზე საუბარი, რომ მოსამართლეზე რაიმე ზეწოლა განახორციელოს", - თქვა სარჯველაძემ.

ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2011 წლის თებერვალში 10-წლიანი ვადით დაინიშნა. ის ერთ-ერთი იყო იმ 9 მოსამართლეს შორის, რომელმაც "რუსთავი 2"-ის საქმე განიხილა და ის ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. მის გარდა, საქმის განხილვაში ჩართულები იყვნენ მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

 

მსოფლიო
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის