USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
უსმენდნენ თუ არა ფარულად გიორგი გახარიას?
дата:  905

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამორიცხავს, რომ მას ფარულად უსმენდნენ. საქმე ისაა, რომ Tv "პირველზე" გავრცელდა ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის კაბინეტშია ჩაწერილი.

ჟურნალისტის კითხვას - "რა რეაქცია ჰქონდა გახარიას გავრცელებულ კადრებზე", მან კითხვითვე უპასუხა: „რა რეაქცია უნდა მქონოდა?!“

დამატებით კითხვაზე - უსმენდნენ თუ არა პირადად მას, ყოფილმა პრემიერმა ასე უპასუხა: “გამოვრიცხავ“. გარდა ამისა, მისი თქმით, წარსულის ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა.

გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მან თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავება-არდაკავების საკითხს ეხებოდა, გუნდთან კონსენსუსს ვერ მიაღწია და პოსტიდან გადადგა.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати