USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე ვახტანგ გომელაური დაინიშნა
дата:  930

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და ეფექტური“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია იკავებდა, რომელმაც პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ის გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати