USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Tbilisi
Kusa Food Balls - ახალი ქართული სთრიტ ფუდი, რომელიც მსოფლიოს დაიპყრობს
Date:  2301

17, 18 და 19 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში, კვების მრეწველობის გამოფენაზე ახალი ქართული სწრაფი კვების ბრენდის Kusa Food Balls-ის პრეზენტაცია გაიმარტა. თუმცა ეს Kusa Food Balls-ის  პირველი გამოსვლა არ იყო საზოგადოების წინაშე, ცოტა ხნის წინ, იგი  დედა ენის ბაღში გამართულ სთრიტ ფუდ ფესტივალზეც იყო წარმოდგენილი.

კომპანია Business Insider Georgia-ს  დამფუძნებელის, გიორგი მორდეხაშვილის განცხადებით Kusa Food Balls-ი მომხმარებლებს მჭადის საბეჭდი მანქანით დამზადებულ მჭადის სეტებს შესთავაზებს

 „ქართული ფასტფუდის კონცეფციის იდეა 15 წლის გაჩნდა. შემდეგ კი მოვიფიქრე ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელია საკვები ბურთულების მასობრივი წარმოება. 6 თვის წინ ამ იდეის რეალიზაცია დავიწყე. გავაკეთე წარმოება, სადაც ნახევარფაბრიკატებს ვამზადებთ და უკვე ვემზადებით ქართული ფასტ ფუდის გაყიდვის მიზნით თბილისში წერტილების გასახსნელად“, - ამბობს გიორგი მორდეხაშვილი.

როგორც Kusa Food Balls-ის დამფუძნებელი ამბობს, ქართული ფასტ ფუდის წარმოება სამომავლოდ მასშტაბური გახდება.

„შეგვიძლია დღეში 20 ათასამდე ბურთულა ვაწარმოოთ. ეტაპობრივად გავზრდით წარმოებას. შესაძლებელი გახდება პროდუქციის უცხოეთში გატანაც. ჯერ რა თქმა უნდა წარმოების განვითარება ადგილობრივი ბაზრიდან უნდა დავიწყოთ“, - ამბობს მორდეხაშვილი.

მისი თქმით, ეს კონცეფცია, ზუსტად იმ სტანდარტებით არის დაგეგმილი, რომელსაც უცხოური ცნობილი ბრენდები იყენებენ. ერთი სეტის საფასური კი, რომელშიც 6 ბურთულა შევა, საშუალოდ 8-12 ლარი იქნება.

ამ ეტაპზე კომპანია 9 დასახელების პროდუქტს თავაზობს მომხმარებელს

  • მჭადის ბურთულა ისპანახის ფხალით
  • მჭადის ბურთულა ნიგვზიანი ბადრიჯნით
  • მჭადის ბურთულა გოგრის ფხალით
  • მჭადის ბურთულა ლობიოთი
  • მჭადის ბურთულა ყველით
  • ღომის ბურთულა შებოლილი ყველით
  • ღომის ბურთულა ხარჩოთი
  • ფლავის ბურთულა სოკოთი
  • კიევური კოტლეტის ბურთულა.

„ვფიქრობ, რომ ქართული ფასტ ფუდის კონცეფცია ძალიან წარმატებული იქნება. აქამდე ეს ნიშა თავისუფალი იყო, რადგან ამ სეგმენტში ძირითადად უცხოეური ბრენდები არიან წარმოდგენილი. პროდუქტი ინოვაციურია და ვინც დააგემოვნა ყველას მოსწონს. დღეს გვაქვს ცხრა სახის ბურთულა. საბოლოო ჯამში წარმოებაში 16-ს ჩავუშვებთ“, - ამბობს გიორგი მორდეხაშვილი.

მისივე განცხადებით ხელოვნურ ინტელექტის დახმარებით კუსას დესერტების ხაზის შექმნის პროცესიც სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

გიორგი კმაყოფილია მისი ბრენდის პირველი ნაბიჯებით და ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში წერს:

„ერთი, ბევრისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა დაფიქსირდა გამოფენის დღეებში.

მშობლები განცვიფრებულები აღნიშნავდნენ, რომ ბავშვები, რომლებიც კატეგორიულად არ ჭამდნენ სახლში მჭადს და ყველს, კუსას ყველიან ბურთულებს არა მხოლოდ სიამოვნებით მიირთმევდნენ, არამედ მშობლებს დამატებას სთხოვდნენ და ჩვენს სტენდთან აბრუნებდნენ. დიდი ალბათობით ეს ის შემთხვევაა, როდესაც გემოსთან ერთად მიწოდების ფორმატი იძენს ძალზედ მნიშნელოვან, შესაძლოა გადამწყვეტ ფუნქციას.

აღარ ვსაუბრობ ახალგაზრდებზე, რომლებიც ისედაც სიამოვნებით ყიდულობდნენ ჩვენს ბურთულებს ჯერ კიდევ დედა ენის ბაღში გამართულ სტრიტ ფუდ ფესტივალზე.

სხვათა შორის, როდესაც ნახევარი წლის წინ იდეაზე მუშაობა დავიწყეთ, ბაზრის საკმაოდ სერიოზული კვლევა ჩავატარეთ სხვადასხვა ასაკობრივ ფოკუს ჯგუფებში. სწორედ იმ დროიდან ჩამრჩა საკმაოდ მკვეთრად 14-18 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან რამოდენიმე ახალგაზრდის პასუხი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა. “თუ ქართული ფასტ ფუდის ფორმატი კონცეპტუალურად ისეთივე მიმზიდველი იქნება, როგორიც უცხოურია. ამასთან კერძებს ექნებათ ჩვეული ქართული გემოები, ისინი უპირატესობას ქართულ, ეროვნულ ფასტ ფუდს მიანიჭებენ”.

ვფიქრობ ბავშვების უჩვეულო ქცევამ და ახალგაზრდების მიერ დედა ენის ბაღში გამოვლენილმა მაღალმა აქტივობამ ნაწილობრივ უკვე დაადასტურა კვლევის შედეგების მართებულობა.“

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისში Kusa Food Balls-ის 40-მდე წერტილი გაიხსნება, შემდეგ კი კომპანია რეგიონებშიც გავა, ხოლო შემდეგ ნაბიჯად საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა იგეგმება.

იმედია ახალი ბრენდი წარმატებული გახდება ქართულ ბაზარზე და შემდგომ უკვე, ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ფასტ ფუდის გიგანტებს შორის.

society
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way