USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
Survation-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55,6% არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას
Date:  960

საარჩევნო ასაკის მქონე, 9 075 გამოკითხულიდან, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ 55.6%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 19.8%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ - ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

კვლევა, „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, კომპანია Survation-მა 12-29 სექტემბერს ჩაატარა,

უფრო ზუსტად, ხმები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება -55,6%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,8%

ევროპული საქართველო -5,2%

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი 5,1%

პატრიოტთა ალიანსი- 3,8%

ლელო -3,1%

ლეიბორისტული პარტია -2,7%

გირჩი -2,1%

ერთიანი საქართველო 1,1%

თავისუფალი დემოკრატები 0,2%

სხვა -1,3%

კომპანია Survation-ი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph - ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way