USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Тбилиси
«Euronews» : „გამოფენა ბრიუსელში: „ავანგარდიზმი საქართველოში“.
дата:  1557

ევროპული სამაუწყებლო კომპანიის „ევრონიუსის“ (Euronews - მთავარი ოფისი ლიონში, საფრანგეთი) გერმანულენოვანმა სამსახურმა ეთერში გადასცა ვიდეოსიუჟეტი ქართული ავანგარდული ხელოვნების შესახებ, რომლის გამოფენა ბრიუსელში გაიხსნა. ვიდეოსიუჟეტის ტექსტი გამოქვეყნებულია „ევრონიუსის“ ვებ-გვერდზე სათაურით „გამოფენა ბრიუსელში: „ავანგარდიზმი საქართველოში“ (ავტორი - იზაბელ მარკეს და სილვა).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში რამდენიმე დღის წინათ საერთაშორისო კულტურული ფესტივალი ,,ევროპალია’’ გაიხსნა, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად იღებს მონაწილეობას. ბრიუსელში საქართველოს და სხვა ქვეყნების მუზეუმებიდან 300-მდე ექსპონატი გამოიფინება. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ქართული კულტურისა და ხელოვნების მრავალფეროვნებას.

დირკ ვერმაელენი, ,,ევროპალიის’’ სამხატვრო ხელმძღვანელი: ,,ევროპალია 1969 წლიდან არსებობს, იმ დროს ევროპული საზოგადოება ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. ფესტივალის დამფუძნებლები მიიჩნევდნენ, რომ თუ ჩვენ ამ გაერთიანების ქვეშ ერთად ცხოვრებას ვაპირებთ, რომელიც თავდაპირველად ნახშირსა და ფოლადს ეფუძნებოდა, მაშინ უმჯობესია ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. ამისთვის საუკეთესო გზა კი ხელოვნებაა. ფესტივალი ხელოვნების მეშვეობით ქვეყნებს შორის დიალოგს ემსახურება, ეს არის ჩვენი მისია. ამიტომ ვიწვევთ ხელოვანებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, რათა ერთმანეთს საკუთარი ღირებულებები გავუზიაროთ“.

,,ევროპალიის“ ფესტივალი მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით „მოდერნიზმი საქართველოში – ფანტასტიკური ავანგარდი“.

მხატვარ ლევან ჭოღოშვილს ქართული ავანგარდული ხელოვნების ნიმუშების ევროპაში გამოფენის იდეა პირველად ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაუჩნდა. მისი თქმით, ,,ევროპალიის“ ფარგლებში გახსნილი გამოფენა ქართულ და ევროპულ ხელოვნებას შორის არსებულ კავშირებს უფრო თვალსაჩინოს გახდის.

ლევან ჭოღოშვილი, ხელოვანი: ,,საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ქართველი ხელოვანები იზოლირებულნი იყვნენ. ევროპასთან კულტურული კავშირების გაბმა ახლაც არ არის ადვილი. ჩვენ შეგვიძლია ევროპაში მოგზაურობა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის სისტემური კავშირები ქართულ და ევროპულ კულტურის სფეროებს შორის. ამიტომ არის კარგი ეს გამოფენა. ის დამთვალიერებლებს აჩვენებს, რომ ქართული  ხელოვნება ყოველთვის დაახლოებული იყო ევროპული ხელოვნების ტრადიციასთან. დღეს ბევრი ქართველი ხელოვანი ცდილობს განათლების დასავლეთში მიღებას“.

„ევროპალია“ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. ფესტივალის სტუმრები შეძლებენ ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას გაეცნონ. ქართული ხელოვნების ვიზუალურ, თეატრალურ და მუსიკალურ ნიმუშებს მსოფლიოში აღიარებული არტისტები წარადგენენ. ღონისძიებები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ბელგიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება.

წყარო: https://de.euronews.com/my-europe/2023/10/16/ausstellung-avantgarde-in-georgien-im-brusseler-bozar

 

 

мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати