USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
«Euronews» : „დანაკარგები საგრძნობია“: საქართველოში ზაფხულის სეზონი ისრაელიდან ტურისტების გარეშე დაიწყო“
Date:  

ევროკავშირის სამაუწყებლო კომპანია „ევრონიუსმა“ (Euronews - ცენტრალური ოფისი ლიონში, საფრანგეთი) ეთერში გადასცა ვიდეოსიუჟეტი სათაურით „დანაკარგები საგრძნობია“: საქართველოში ზაფხულის სეზონი ისრაელიდან ტურისტების გარეშე დაიწყო“, რომელშიც გადმოცემულია მიმდინარე წლის ტურიზმის პერსპექტივები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში საზაფხულო დასვენების სეზონი დაიწყო, მაგრამ ტურისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა არ არის - განსაკუთრებით ისრაელიდან. ისრაელისა და „ჰამასის“ ომმა ღაზას სექტორში საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ისრაელელი ტურისტები მსოფლიოში ნაკლებად მოგზაურობენ. ეს შემცირება საქართველოზეც აისახა: „დანაკარგები საგრძნობია. ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა დაძაბულმა სიტუაციამ ისრაელიდან ტურისტების რაოდენობაზე ნეგატიურად იმოქმედა“, - ამბობს ლევან გიორგაძე, Tbilisi Free Walking Tours-ის დამფუძნებელი, - „გასულ წელთან შედარებით ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. მე არ ვიტყოდი, რომ ისინი საერთოდ არ არიან, მაგრამ არიან ნაკლები რაოდენობით“.

საქართველოს დედაქალაქი თბილისი ტურისტებისათვის მთელი წლის განმავლობაში პოპულარულია, ხოლო შავი ზღვის პლაჟები ზაფხულის სეზონში დამსვენებლებისათვის მიმზიდველია.

შოთა ბურჯანაძე, ქართველი რესტორატორების ასოციაციის თაბმჯდომარე, ანალოგიურ შეშფოთებას ამჟღავნებს: „ტურისტებს ძირითადად აზიის, სპარსეთის ყურისა და ევროპის ქვეყნებიდან ველოდით. ევროპის ქვეყნები თითქმის საერთო რაოდენობის 5%-ამდე ჩამოვიდა. დღეს ტურისტული მოლოდინი აჭარის მიმართულებით რჩება და ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთს, სომხეთსა და რუსეთს უკავშირდება. საერთოდ, ჩემი აზრით, მიმდინარე წელი ჩვენს მოლოდინებს არ ამართლებს... ჯავშნები გაუქმებულია, ახალი შეკვეთები კი ძალიან ცოტაა“.

მაგრამ ასეთ დასკვნას ყველა არ ეთანხმება.

„იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემი ძალიან პოზიტიური იყო როგორც შემოსავლების, ისე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ეს შედეგი იძლევა შესაძლებლობას, რომ გვქონდეს მოლოდინი და ვივარაუდოთ, რომ მეორე კვარტალი, მთლიანად ზაფხულის სეზონი და ზოგადად, წლის ბოლომდე ტენდენცია ტურიზმის ინდუსტრიაში ძალიან პოზიტიური იქნება“, – ამბობს მაია ომიაძე.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთიდან ჩამოვიდა. შარშან მეორე ადგილს თურქეთი, მესამეს კი, სომხეთი იკავებდა. 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორთა პირველ სამეულში კვლავ თურქეთი, რუსეთი და სომხეთი რჩებიან.

წყარო: https://www.euronews.com/travel/2024/06/25/the-loss-is-noticeable-georgias-summer-season-hit-by-lack-of-israeli-tourists

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way