USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
Pure Earth-Georgia საქართველოში, სუნელ-სანელებლების ტყვიით დაბინძურების კვლევის შედეგებს აქვეყნებს
дата:  761

Pure Earth ლიდერია გლობალური ტოქსიკური დაბინძურების გაწმენდის საქმეში. იგი შეიქმნა 1999 წელს. დაარსების დღიდან ორგანიზაციამ დაასრულა 120-ზე მეტი საპილოტე პროექტი 24 ქვეყანაში, რომელიც გარემოს გაწმენდის მიმართულებით იყო. აღნიშნულმა პროექტებმა გააუმჯობესა ხუთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 1 მილიონი 6 წლამდე ასაკის ბავშვია.

ნიუ იორკში დაფუძნებული, არაკომერციული ორგანიზაცია Pure Earth მთელ მსოფლიოში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რომელიც მოიცავს სახელმწიფო და სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო საზოგადოებას და ადგილობრივ სააგენტოებს. თანამშრომლობის მიზანია, ერთად შეიმუშაონ, დაგეგმონ და განახორციელონ ინოვაციური, იაფი. ხელმისაწვდომი ქმედებები სიცოცხლის გადასარჩენად.

Pure Earth-GEORGIA-მ საქართველოში ტყვიით დაბინძურების პოტენციური წყაროების განსაზღვრის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით კვლევებს ატარებს, რაც დღემდე გრძელდება.

სუნელ-სანელებლებში ტყვიის შემცველობაზე ინდიკატორული კვლევები Pure Earth-Georgia-ას წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს. არსებული პრაქტიკის მიხედვით, მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ტყვიით დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ სუნელ-სანელებლები სახელდება, ამიტომაც განისაზღვრა საწყის ეტაპზე მათი ინდიკატორული კვლევა:

  • განხორციელდა სუნელების საწარმოო ჯაჭვის და ბაზარზე არსებული პროდუქციის კვლევა. შემუშავდა 2020 - 2022 წლების შედარების ანალიზი. გამოიკვეთა, რომ სუნელ-სანელებლებში ტყვიით დაბინძურება წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია, თუმცა, რეკომენდირებულია პერმანენტული მონიტორინგი.

შედარებისთვის 100 PPM -  ზე მეტი ტყვიის შემცველობის სუნელები  პირველი კვლევის დროს (2020 - 2021) იყო 6 , ხოლო მეორე კვლევის დროს (2022 წელი) არ აღმოჩნდა არც ერთში;

  • 2021 წელს განხორციელდა სუნელების ბაზარზე არსებული მთავარი მწარმობლების მონიტორინგი და ჩაიწერა ინტერვიუები.
  • ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემუშავდა და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები ტყვიის ქრომატის მავნეობის შესახებ;
  • ჩატარდა სუნელის და ბაზარზე სარეალიზაციო ქსელში განთავსებული საღებავი პიგმენტების ლაბორატორიული ანალიზი, რამაც დაასასტურა მოლეკულური შესაბამისობა, ანუ სუნელებში არსებული ტყვია იყო იმ ტყვიის ქრომატის მსგავსი რომელიც არის პიგმენტში.
  • განხორციელდა საქართველოს მასშტაბით ინდიკატორული კვლევა/ანალიზი სათამაშოებში, სამზარეულო ჭურჭელში, სამშენებლო მასალებსა და საღებავებში. ეს იყო ჯერ-ჯერობით ინდიკატორული კვლევები

გამოკვლევულ იქნა შემდეგი ტიპის ნივთები:

კერამიკის ჭურჭელი – 165 ერთეული – მაქსიმალური კონცენტრაცია 29700ppm

ალუმინის სამზარეულო ინვეტარი 135 ერთეული – მაქსიმალური კონცენტრაცია 398200ppm

სათამაშოები 80 – მაქსიმალური კონცენტრაცია 1555ppm

საღებავები 89 – მაქსიმალური კონცენტრაცია 86900 ppm

არასაკვები დანიშნულების ნივთები  70 - მაქსიმალური კონცენტრაცია  7014 ppm

 

  • შემუშავდა დაბინძურებული ტერიტორიიების წინასწარი სია; განხორციელდა 39-მდე ობიექტის კვლევა, რომელიც ატვირთულია TSIP პლათფორმაზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის ობიექტების კვლევებით დადგინდა ტერიტორიები, სადაც ნიადაგის ტყვიით დაბინძურება 900 000 ppm-ზე მაღალია. საგანგაშოა ის ვითარება, რომ ამ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მსხვილფეხა პირუტყვი შეუზღუდავად ხვდება, რაც რძისა და ხორცის პროდუქტების დაბინძურებასაც იწვევს.
  • შესწავლილი 39-მდე ობიექტიდან პრიორიტიზირებული იყო 4 ობიექტი - შერჩევის კრიტერიუმი - ტყვიით მაღალი დაბინძურება. მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა სადემონსტრაციო ობიექტის შესარჩვად, რათა მოხდეს მისი დასუფთავება და ნიადაგის რემიდიაცია.
  • მეორად აკუმლატორების მართვის საკითხებზე და რეგულაციებზე იგეგმება მუშაობა, რაც, სავარაუდოდ, 2022-2023 წლებში განხორციელდება. შეიქმნა სოციალური პლათფომა (FB), სადაც სიანფორმაციო კამპანიის შემდეგ, საცხოვრებელი გარემოს კვლევის ჩატარების მიზნით მოგვმართა 80-მდე ოჯახმა, რომელთა შვილებსაც აღენიშნებოდათ ტყვიის მაღალი დონე სისხლში. თუმცა, ამ 80 ოჯახიდან შეირჩა 26, სადაც 7 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ (რეგიონები: აჭარა, გურია, სამეგრელო).

შერჩეულ ოჯახებში საცხოვერებელი გარემოს კვლევამდე ჩატარდება 7 წლამდე ასაკის ბავშვების ლაბორატორიული კვლევა სისხლში ტყვიის დონის განსაზღვრის მიზნით.

სამწუხაროდ, დავადებათა კონტროლის ცენტრიდან ვერ მოხერხდა BLL კვლევის შედეგების მოწოდება მათში პერსონალური ინფორმაციის შემცველობის გამო. ამ მიზეზით უფრო მეტი ოჯახის შერჩევა ვერ მოხერხდა. IRB პროცედურების შემდეგ განხორციელდება დაგეგმილი სამუშაოები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შესაძლებელია, გამოინახოს იურიდიული ფორმა, რომ შესაძლებელი იყოს ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალების კვლევის შედეგების მიიზნობრივი გაზიარება, რათა ჩვენმა ჯგუფმა ჩაატაროს საცხოვრებელი გარემოს კლვევა იქ, სადაც დაფიქსირებული იყო მაღალი BLL.

ორგანიზაცია Pure Earth-ის ინიციატივით და UNICEF/Cralios ის ფინანსური მხარდაჭერით 5 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, 2020 წლის მეორე ნახევრიდან ხორციელდება კვლევები. პროექტის - „დავიცვათ თითოეული ბავშვის შესაძლებლობები“ – მიზანია, ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევა.

წყარო:https://www.facebook.com/Pureearth.ge

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати