USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
უნგრეთს შეუძლია მოხსნას უკრაინის სახსრებზე ვეტო, თუ EU მთელ გაყინულ თანხებს განბლოკავს
თარიღი:  

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკური მრჩეველი ბალაშ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტი მზადაა გააუქმოს თავისი ვეტო უკრაინისადმი ევროკავშირის დახმარების ახალ პაკეტზე, თუ ბრიუსელი დათანხმდება თანხების განბლოკვას, რომლებიც გაყინულია უნგრეთში კანონის უზენაესობის შესახებ შეშფოთების ფონზე. 

ევროპელი ლიდერები კვირის ბოლოს, სამიტზე აპირებენ ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებას უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და 50 მილიარდი ევროს, ოთხწლიანი დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ. "პოლიტიკო" წერს, რომ პირველ რიგში, მათ უნდა გადალახონ უნგრეთის წინააღმდეგობები ორივე თემაზე.

"უნგრეთის ევროკავშირის და უკრაინის დაფინანსება ორი განსხვავებული საკითხია. მაგრამ თუ ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის შესწორებული ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს, მაშინ ეს ორი საკითხი ერთმანეთს უკავშირდება", - უთხრა ბალაშ ორბანმა "ბლუმბერგს" სამშაბათს.

უნგრეთის ლიდერის თანაშემწის კომენტარი კეთდება მას შემდეგ, რაც ევროკომისია აპირებს განბლოკოს ევროკავშირის 10 მილიარდი ევროს დაფინანსება, როგორც ჯილდო სასამართლო რეფორმებისთვის, რომელიც ბუდაპეშტმა განახორციელა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ბრიუსელის შეშფოთების გადასაჭრელად.

მაგრამ დანარჩენი დაბლოკილი თანხები - დაახლოებით 11,7 მილიარდი ევრო - სავარაუდოდ დარჩება გაყინული ადამიანის უფლებების დაცვასთან, საჯარო კონტრაქტების გაფორმებასთან და ქვეყანაში აკადემიური თავისუფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების გამო.

ბუდაპეშტი ასევე ელოდება 10,4 მილიარდი ევროს გრანტებსა და იაფ სესხებს ევროკავშირის პოსტპანდემიური აღდგენის ფონდიდან, რომელიც ასევე დაბლოკილი უნდა იყოს მანამ, სანამ უნგრეთი არ განახორციელებს ანტიკორუფციული რეფორმების სერიას.

მიუხედავად ამისა, ორბანის თანაშემწემ თქვა, რომ ბუდაპეშტი ვეტოს მოხსნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი გადასცემს მთელ გაყინულ ფულს, რაც დაახლოებით 30 მილიარდ ევროს შეადგენს.

პრემიერმინისტრის მრჩეველმა თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბუდაპეშტისთვის "წითელ ხაზად" რჩება და აღნიშნა, რომ კიევს უნდა შესთავაზონ ბლოკთან სტრატეგიული პარტნიორობა, რადგან მას ჯერ არ შეუსრულებია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კრიტერიუმები.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის