უნგრეთს მიგრაციის პოლიტიკასთან დაკაშვირებით აუცილებელი ზომების არგატარების გამო ჯარიმის სახით 200 მილიონ ევროს გადახდა დაეკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) მიიღო.
გარდა ამისა, ყოველდღე, ვიდრე უნგრეთი ზემოაღნიშნულ ზომებს დაამტკიცებს, ჯარიმის თანხას მილიონ ევრო დაემატება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.