USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
უნგრეთმა უკრაინისთვის დახმარების €50-მილიარდიანი პაკეტი დაბლოკა
дата:  

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების მორიგი პაკეტი დაბლოკა, რომლის ღირებულებაც 50 მილიარდ ევროს შეადგენდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პაკეტის მიღება უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბრიუსელის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში დაბლოკა.

„ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინისთვის დამატებით თანხაზე“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში ბრიუსელში მოლაპარაკებების შემდეგ.

ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის დახმარების საკითხზე მსჯელობას მომავალ წელს გააგრძელებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ლიდერების მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბუდაპეშტი ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობდა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати