უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.
უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადებას 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა.
„დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზად არის, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის თავისი პასუხისმგებლობა აიღოს“, - განაცხადა ულფ კრისტერსონმა.
უნგრეთი ნატო-ს უკანასკნელი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.