USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«Junge Welt» (გერმანია): „შეურაცხყოფილი ელენა ზელენსკაია“
თარიღი:  703

„ამ დღეებში უკრაინაში ამერიკელი მწერალი ქალის სოფი კლარკის ნაწარმოებების ექვსტომეულის პირველი ტომი გამოიცა, მაგრამ როგორც კი სტამბიდან მარაზიებში გასაყიდად შეიტანეს, მთელი ტირაჟი გაყიდვიდან ამოიღეს, დანარჩენი ტომების დაბეჭდვის კონტრაქტი კი გააუქმეს“, - ნათქვამია გერმანული გაზეთის „იუნგე ველტის“ (Junge Welt) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „შეურაცხყოფილი ელენა ზელენსკაია“ (ავტორი - მანფრედ მარუდა). 

„ალბათ, იკითხავთ - რატომ? მიზეზი ძალიან მარტივია: სოფი კლარკის ერთ-ერთ თხზულებაში მოხსენიებულია ლიტერატურული გმირი ელენა ზელენსკაია, რომელსაც უკრაინიდან წასვლა სურს, დასავლეთში გათხოვების მიზნით, ფულიანი ქმრის საპოვნელად“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იცნობთ სოფი კლარკს? თუ არ იცნობთ, გაგაცნობთ: ამერიკელი მწერალი ქალბატონი, ცხოვრობს კალიფორნიაში, სახელი გაითქვა სასიყვარულო რომანების წერით „ჭკვიანი ქალების“ შესახებ, რომლებსაც სერიალებივით წერს და წიგნის ბაზარზე ყიდის. მაგრამ თუ უკრაინის წიგნის მაღაზიებში ვინმეს მისი რომანების შეძენა მოესურვება, ამის შესაძლებლობა უკვე აღარ ექნება. საქმე იმაშია, რომ ხარკოვის გამომცემლობაში სოფი კლარკის რომანების ექვსი ტომის სახით გამოცემის უფლება იყიდეს, გადათარგმნეს ექვსივე ტომი და პირველი უკვე დაბეჭდეს... და სწორედ ამ დროს „ზემოთ“ გადაწყვიტეს - წიგნი არ უნდა გაიყიდოსო და ტირაჟი გაყიდვიდან ამოიღეს. დანარჩენი ტომების გამოცემაზე კონტრაქტები გაუქმდა.

რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

გამომცემლობის განცხადებით, წიგნები გაყიდვიდან ამოღებულია იმის გამო, რომ მათში რუსეთი „შელამაზებული, რომანტიზებული“ სახით არის წარმოდგენილი და ბოდიში მოუხადა მკითხველებს სოფი კლარკის რომანების თარგმნისა და გამოცემისათვის. რით გამოიხატა რუსეთის რომანტიზება-შელამაზება, საკმაოდ გაურკვეველია: შესაძლოა, იმით, რომ „რუსული მაფია“ სხვა ქვეყნების მაფიებზე უფრო მეტად არ არის ურჩხულად წარმოცენილი, ან იმით, რომ ერთ-ერთი პერსონაჟის თქმით, უკრაინა გერმანიას გრიგორი რასპუტინმა ჩააბარა ბრესტის ზავის შედეგად. რა თქმა უნდა, რასპუტინთან დაკავშირებით ყველაფერი ავტორის მიერ არის გამოგონილი, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, უზნეო მღვდელი 1917 წელს იქნა მოკლული, ხოლო „იმპერიალისტური“ ბრესტ-ლიტოვსკის ზავი გერმანიის იმპერიასა და საბჭოთა (ბოლშევიკურ) რუსეთს შორის 1918 წლის მარტში დაიდო.

ან იქნებ შესაძლოა, „ზემოთ“ გაღიზიანება „მის უბრწყინვალესობის“ „შეურაცხყოფამ“ გამოიწვია? სოფი კლარკის ერთ-ერთ რომანში არის ლიტერატურული გმირი ელენა ზელენსკაია, რომელსაც უკრაინიდან დასავლეთში წასვლა უნდა პირადი ოჯახური ბედნიერების საძებნელად. მისი აზრით, უკრაინელი მამაკაცები უხეშები არიან და, შესაბამისად, უკრაინელი ქალები ასეთ ცხოვრებას ქვეყნიდან გაქცევით თავს არიდებენ.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ რადგან უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაიაა, არანაირად არ შეიძლება ისეთი ვარაუდი, რომ მის ლიტერატურულ სეხნიას უკრაინიდან ემიგრაცია სურდეს. კაცმა რომ თქვას, ეს მართლაც გადაჭარბებაა - იმიტომ, რომ ელენა ზელენსკაია უცხოეთში  საემიგრაციოდ კი არა, მხოლოდ თავისი ქმრის შავი ანგარიშებით სარგებლობისთვის დადის.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის