USD 2.7296
EUR 3.1401
RUB 3.4174
თბილისი
«Hungarian Conservative» (უნგრეთი): „ვიქტორ ორბანი საქართველოში: „როცა არჩევნებში იმარჯვებენ კონსერვატორები, [ბრიუსელელი ნეოლიბერალები] დემოკრატიას ეჭვის ქვეშ აყენებენ“
თარიღი:  392

ჟურნალ „უნგრელი კონსერვატორის“ (Hungarian Conservative) ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვიქტორ ორბანი საქართველოში: „როცა არჩევნებში იმარჯვებენ კონსერვატორები, [ბრიუსელელი ნეოლიბერალები] დემოკრატიას ეჭვის ქვეშ აყენებენ“ (ავტორი - ლილი ზემპლენი).

ვრცელ პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ერთმანეთთან არის შედარებული მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიღებული ხმების რაოდენობა. ავტორი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების ოფიციალრად გამოცხადებულ შედეგებს და ანტისამთავრობო დემონსტრაციებს აწყობს. ამ ფონზე ფართოდ არის გაშუქებული უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეს ჩამოვიდა თბილისში და ქვეყნის ხელმძღვანელებს შეხვდა. სტატიაში ხაზგასმულია უნგრელი პრემიერ-მინისტრის განცხადება საქართველოს პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: „ლიბერალები თუ იმარჯვებენ, ბრიუსელში ამბობენ, რომ ეს არის დემოკრატია, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია“.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„ბევრმა ვიქტორ ორბანის ყოფნა პატარა კავკასიურ სახელმწიფოში სოლიდარობის ვიზიტად შეაფასა, რადგან ცნობილია, რომ ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ მწვავედ აკრიტიკებს. თუმცა მისი ვიზიტი უფრო მეტს ნიშნავს: ბუდაპეშტი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირის წევრად მიღებას და მაღალ დონეზე აფასებს მთავრობის მცდელობას ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის თვალსაზრისით. ვიქტორ ორბანი ასევე დაინტერესებულია ამბიციური პროექტის - ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაში კავკასიიდან ევროპაში - რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის და რომელიც შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგია მიიღონ.

უნგრეთსა და საქართველოს შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობებს საკმაო ხნის ისტორია აქვს. რამდენიმე წელია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის პრემიერ-მინისტრები ბუდაპეშტში გამართული ტრადიციული „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციებში იღებენ მონაწილეობას.

რატომ თვლის ბრიუსელი საქართველოს ევროკავშირისათვის „უღირს ქვეყნად“

ბოლო დროს „ქართულმა ოცნებამ“ დასავლურ და კერძოდ, ევროპულ პრესაში ბევრი ნეგატიური ნეგატიური შეფასება დაიმსახურა იმის გამო, რომ მმართველი პარტია იცავს ქვეყნის ერთგულებას ქრისტიანული რელიგიისადმი და სოციალურად კონსერვატიულ პოლიტიკურ კურსს ატარებს. სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მიიღო საქართველოს პარლამენტმა კანონი „ლგბტ“ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს აგრეთვე იმის გამოც, რომ ხელისუფლება უცხოური ჩარევისა და გავლენის წინააღმდეგ გამოდის, ამიტომაც საქართველოს ბრიუსელი ევროკავშირისათვის „უღირს ქვეყნად“ მიიჩნევს - ამას წინათ მისი, როგორც კანდიდატი ქვეყნის წევრად მიღების პროცესი შეაჩერა. თავის მხრივ, საქართველო არ ცვლის მიზანს და 2030 წლისათვის ევროკავშირის წევრად მიღებას გეგმავს.

თუ რატომ არის საქართველო დასავლეთის კრიტიკის ეპიცენტრში, ამაში რუსეთ-უკრაინის ომიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თბილისი აქცენტირებს პრობლემის დიპლომატიურ მოგვარებაზე და უარს აცხადებს ანტირუსული სანქციების მხარდაჭერაზე. მმართველი პარტიის დამაარსებელს, წარმატებულ ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყანამ თავი უნდა აარიდოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩაბმას, რომელსაც ოპოზიცია - „გლობალური ომის პარტიის“  მხარდამჭერი - ითხოვს მთავრობისაგან.

დასავლურ მეინსტრიმს აყოლილი ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამოც აკრიტიკებს, მაგრამ ეს გადაჭარბებულია: კრემლისადმი დაქვემდებარება არაპოპულარული იდეაა იმ ქვეყნისათვის, რომელსაც კარგად ახსოვს 2008 წლის რუსეთთან ომის შედეგები. უბრალოდ, „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს ყველა მეზობლის, მათ შორის რუსეთის მიმართაც. საქართველო-რუსეთის კავშირები უმთავრესად ეკონომიკურ ურთიერთობებში გამოიხატება (ვაჭრობაში, ტურიზმში, სახმელეთო და ავიამიმოსვლაში), პოლიტიკურ-დიპლომატიური კი გაწყვეტილია“.

წყარო: https://www.hungarianconservative.com/articles/politics/orban-georgia-war-in-ukraine-presidential-elections-eu-accession-russia-relations/

 

თბილისი
მთაწმინდის რაიონში სპორტული მოედნების მშენებლობა და დაზიანებულის აღდგენა მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სპორტული მოედნების მშენებლობა და დაზიანებულის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება შემდეგ მისამართებზე:
• ათონელის ქ. N5;
• ლადო-ალექსი მესხიშვილის ქ. N5;
• ფ. ლაპიაშვილის I ჩიხი N1;
• გ. რჩეულიშვილის ქ. IV კორპუსის მიმდებარედ;
• რ. ჯაფარიძის ქ. N4
რეაბილიტაციის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში, შეიცვლება ლითონის მავთულბადეები და ხელოვნური ბალახის საფარი, გამოიცვლება მაყურებელთა ტრიბუნაც.
სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოები 7 მისამართზე უკვე დასრულდა.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.