USD 2.6278
EUR 2.9849
RUB 3.3459
თბილისი
უმსხვილესი ჩინური კომპანიების რეიტინგი
თარიღი:  1239

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ის თემაა, რომელსაც BMG განსაკუთრებით ხშირად აშუქებს, თუმცა როდესაც ამ ჩამონათვალზე ვსაუბრობთ, უმეტესწილად, ამერიკულ კომპანიებს მოვიაზრებთ, რადგან უმსხვილესი კომპანიების უმეტესობა სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფუძნებული, მათი აქციები კი უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზეა დალისტული.

ამერიკის ასეთი დომინანტურობის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსაკუთრებული ზრდის ტენდენცია აქვს ჩინეთს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილეს ეკონომიკად იქცა და მომავალში მას პირველობაზეც აუცილებლად ექნება პრეტენზია.

ამჯერად, უმსხვილეს ჩინურ კომპანიებს მიმოვიხილავთ, ანუ იმ გიგანტებს, რომლებმაც მომავალში კონკურენცია Microsoft-ს, JPMorgan-ს, Coca-Cola-სა და Chevron-ს უნდა გაუწიონ.

ჩინეთი 300-მდე მსხვილ და 1,000-ზე მეტ საშუალო ზომის კომპანიას აერთიანებს, მათი რაოდენობა კი დროსთან ერთად იზრდება. ამჟამად საფონდო ბირჟაზე 4,000-მდე ჩინური კომპანიაა დალისტული, მათი ჯამური საბაზრო შეფასება კი 10 ტრილიონ დოლარს აღწევს. შედარებისთვის, ამერიკული კომპანიების საბაზრო შეფასება 51 ტრილიონ დოლარს აჭარბებს და მსოფლიოს 10 უმსხვილესი კომპანიიდან 8 სწორედ ამერიკაშია დაფუძნებული.

ასეთი დრამატული სხვაობის მიუხედავად, ექსპერტები ჩინეთზე დიდ იმედებს ამყარებენ, თანაც ბოლო დროს ის საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად იქცა, ამიტომაც დღეს უმსხვილესი ჩინური კომპანიების რეიტინგს გაგაცნობთ.

უმსხვილესი ჩინური კომპანიების რეიტინგი (საბაზრო შეფასების მიხედვით):

1. Tencent
კაპიტალიზაცია: $453 მლრდ
პოზიცია: #19
ინდუსტრია: ტექნოლოგიები


2. Kweichow Moutai

კაპიტალიზაცია: $285 მლრდ
პოზიცია: #34
ინდუსტრია: სასმელები


3. ICBC
კაპიტალიზაცია: $256 მლრდ
პოზიცია: #40
ინდუსტრია: ფინანსები


4. PetroChina
კაპიტალიზაცია: $239 მლრდ
პოზიცია: #45
ინდუსტრია: ენერგეტიკა


5. China Mobile
კაპიტალიზაცია: $211 მლრდ
პოზიცია: #54
ინდუსტრია: ტელეკომუნიკაცია

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის