USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
«Сumhuriyet» (თურქეთი): „ვალერი ზალუჟნი პენტაგონმა მოიშორა?“
თარიღი:  

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Сumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვალერი ზალუჟნი პენტაგონმა მოიშორა?“ (ავტორი - მეჰმედ ალი გიულერი), რომელშიც განხილული და კომენტირებულია უკრაინის არმიაში მომხდარი საკადრო ცვლილებები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, კონფლიქტი პრეზიდენტსა და გენერალს შორის იმიტომ დაიწყო, რომ პრეზიდენტს კონტრშეტევის გაგრძელება სურდა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა კი ჯარების შეტევითი მოქმედება შეაჩერა და პოზიციურ ბრძოლაზე გადავიდა. ანუ ვოლოდიმირ ზელენსკის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება სურს, მაგრამ ვალერი ზალუჟნი უმტკიცებდა, რომ მისი გეგმები შეუსრულებელია.

ამგვარი სურათი შეიძლება ასეთნაირად შეფასდეს: სახეზეა ღრმა უთანხმოება და შეუთავსებლობა [განხეთქილება] პოლიტიკურ მიზნებსა და სამხედრო რეალობას შორის. პრეზიდენტი მიზნებს სახავს, მაგრამ სარდალს არ შეუძლია დასახული მიზნების შესრულება ბრძოლის ველზე სექმნილი მძიმე რეალური სიტუაციის გამო. რასაკვირველია, დიდი ალბათობით, პრეზიდენტმა იცოდა ფრონტზე არსებული მდგომარეობა.

მაშ რატომ დასახა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისეთი მიზნები, რომელთა შესრულება მისი არმიის შესაძლებლობებს აღემატება? აი, ესაა მთავარი კითხვა.

უკრაინა აშშ-ის ინტერესების ტყვეობაში

საქმე იმაშია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა საკუთარი ქვეყნის, არამედ აშშ-ის მოთხოვნებით. აშშ-ის სტრატეგია უკრაინის მიმართ გაჭიანურებულ კონლიქტს ეფუძნება. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება, მით უფრო მეტად იქნება მოსკოვი დაკავებული ომით. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად დაინგრევა რუსეთ-ევროპის ურთიერთობები და შესაბამისად, ამერიკა მით უფრო მეტ თხევად ბუნებრივ გაზს გაყიდის ევროკავშირში, გააკონტროლებს მას და ევროპაში ატლანტიზმის ბატონობას შეინარჩუნებს - ჩინეთის, რუსეთის და სხვების საპირწონედ.

ამიტომაც კონფლიქტი სინამდვილეში ხდებოდა არა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის, არამედ ამერიკულ პენტაგონსა და უკრაინის არმიის მთავარსარდალს შორის. როგორც ამერიკული პრესა იუწყება, ვალერი ზალუჟნი პენტაგონიდან კიევში გაგზავნილი ამერიკელი მრჩევლების აზრს ყურადღებას არ აქცევდა და საკუთარ ტაქტიკას ახორციელებდა,

ისე, ობიექტურად თუ ვიტყვით, ვალერი ზალუჟნის მხედველობაში თუნდაც რომ მიეღო პენტაგონელი ოფიცრების რჩევები, საბოლოო შედეგი ამით არ შეიცვლებოდა: იმიტომ, რომ სტრატეგიულ შეცდომის გამოსწორება ტაქტიკური მოქმედებით შეუძლებელია.

უკრაინული ჩიხი

როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებული ზალების მთავარსარდლის პოსტიდან ვალერი ზალუჟნის  გათავისუფლების  შემდეგ იმავე თანამდებობაზე პრეზიდენტმა ალექსანდრე სირსკი დანიშნა. თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმაროვმა აღნიშნა, რომ „ომი ძველებურად აღარ გაგრძელდება. ომი შეცვლება. იქნება ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგია“.

როგორ უნდა შეფასდეს მინისტრის სიტყვები? გადავლენ თუ არა უკრაინელები პრეზიდენტის მოთხოვნით ახალ შეტევაზე იმ ნახევარმილიონიანი არმიით, რომელიც მასშტაბური მობილიზაციით შეიქმნება? არადა, ასეთ შეტევას შეიძლება უფრო მეტად ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს, ვიდრე შარშანდელს - იმიტომ, რომ მობილიზების შედეგად სასწრაფოდ გაზრდილი არმია გამოუცდელი იქნება. ან შესაძლოა „ახალი სტრატეგია“ პენტაგონის „განსაკუთრებულ ომს“ ნიშნავს?

რომელი ვარიანტიც არ უნდა იქნეს არჩეული, უკრაინა, თვით პრეზიდენტის აღიარებით, ჩიხში შევიდა (სახმელეთო ბრძოლებში).  კიევს ძალიან გაუჭირდება თავისი მიზნების მიღწევა იმ დროს, როცა მას მუდმივად ჭირდება დასავლეთის დახმარება და ელოდება, თუ როდის დაამტკიცებენ იქაური კონგრესები თუ პარლამენტები სამხედრო სახმარებას.

უფრო მეტიც - სანამ უკრაინა აგრძელებს ამერიკული „გაჭიანურებული კონფლიქტის“ სტრატეგიით სარგებლობას, მას შეიძლება ის ტერიტორიებიც აღარ დარჩეს, რომელთა დაცვა სურს. ეს კიევმა უნდა დაინახოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე არსებული რუკებით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინის დასავლელი მეზობლები უკვე ჩასაფრებულები არიან და ნადავლს ელოდებიან...

წყარო: https://www.cumhuriyet.com.tr/yazarlar/mehmet-ali-guller/zalujniyi-pentagon-mu-tasfiye-etti-2173692#google_vignette

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის