USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Tbilisi
«Cumhuriyet» (თურქეთი): „თურქეთი შეიძლება ომში ჩაბმაზე აიძულონ“
Date:  

„თურქეთს „გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა“ ემუქრება, - ნათქვამია თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „თურქეთი შეიძლება ომში ჩაბმაზე აიძულონ“, რომელშიც გადმოცემულია ჟურნალისტ ზეინეპ ჩამის საუბრის შინაარსი გადამდგარ კონტრ-ადმირალ ჯემ გიურდენიზთან. იგი თურქულ საზოგადოებას იმ საფრთხის თაობაზე აფრთხილებს, რომელიც „მარცვლეულის გარიგებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ წარმოიქმნა. თადარიგის კონტრ-ადმირალი ასევე კომენტარს უკეტებს ვილნიუსის სამიტის შედეგებსაც.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებაში“ თავისი მონაწილეობა შეაჩერა (დოკუმენტის მოქმედების ვადა 17 ივლისს გაუვიდა), დაიწყო დავა, თუ რა ბედი ელოდება „უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისათვის შექმნილ უსაფრთხო დერეფანს. როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის ფედერაციამ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომ ამიერიდან „უსაფრთხოების გარანტიები უქმდება. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა სატვირთო ხომალდი, რომელსაც გეზი უკრაინის ნავსადგურებისაკენ ექნება აღებული, ჩათვლილი იქნება როგორც სამხედრო ტვირთების პოტენციურად გადამტანი გემი, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.

უკრაინული მარცვლეული და შავი ზღვის სადაო ზონები

ამასობაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი და რიგი სხვა ქვეყნები მოლაპარაკებას აწარმოებენ, რომ უკრაინული მარცვლეული რუსეთის მონაწილეობის გარეშე იქნას გატანილი საზღვარგარეთ. ნიუ-იორკში ვიზიტით მყოფმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ „თურქეთს, გაეროს და უკრაინას, აგრეთვე რიგ დაინტერესებულ ქვეყნებს თავისუფლად შეუძლიათ ვადაგასული დოკუმენტის ჩარჩოებით ისარგებლონ და ახალი ინიციატივა წამოაყენონ. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემაა ის, რომ რუსეთმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს მარცვლეულის გადამზიდავ გემს. ჩვენ ყველა ვარიანტს ვიხილავთ“.

ამ ამბების ფონზე გადამდგარმა კონტრ-ადმირალმა ჯემ გიურდენიზმა თურქული საზოგადოება გაართხილა, რომ შესაძლოა თურქეთი ომში იძულებით ჩაითრიონ. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შავ ზღვაში დღეს ტერიტორიული იურისდიქციის ზონები სადაოდ ითვლება და აღნიშნა: „თურქეთი არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად. შესაბამისად, ყირიმის ნახევარკუნძულის ირგვლივ არსებულ საზღვაო იურისდიქციის ზონა უკრაინის ტერიტორიად ითვლება. მაგრამ იმავდროულად რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ყირიმი მას ეკუთვნის და რეგიონს საომარი მოქმედებების ზონად აცხადებს, ანუ კრიზისულ ზონად. ამიტომაც რუსეთს შეუძლია რეგიონში ბლოკადა შემოიღოს“.

„გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა?“

ჯემ გიურდენიზმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები „ჩვენ დერეფნით აუცილებლობის შემთხვევაში ყოველთვის ვისარგებლებთო“, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თურქეთის სრუტეების თვალსაზრისით. კონტექსტი ასეთია: ტვირთები ოდესიდან და უკრაინის სხვა ნავსადგურებიდან თურქეთის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებისაკენ წამოვლენ. რუსეთმა უკვე აცნობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას, რომ „დერეფანი“ უსაფრთხო აღარ იქნება. ასეთ სიტუაციაში თურქეთის გამოსვლა „მოხალისის როლში“ „გეოპოლიტიკური თვითმკვლელობის“ ტოლფასი იქნება. იმიტომ, რომ ამგვარ შემთხვევაში ანკარა ვალდებული იქნება რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს ნიშნავს, რომ „მარცვლეულის სცენარში“ თურქეთის მონაწილეობა რუსეთის გარეშე ანკარას აქტიურ ნეიტრალიტეტს დაარღვევინებს.

„ყველაზე ცუდი ივლისი თურქეთისათვის“

„ნატოს ვულნიუსის სამიტზე უკრაინა ალიანსის წევრი ვერ გახდა, მაგრამ სამაგიეროდ, გადაწყდა, რომ უკრაინის კონფლიქტი რუსეთთან გაგრძელდება“, - ამბობს ჯემ გიურდენიზი, - ამჟამად, ომის პირობებში, შავ ზღვაში არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების კუთვნილი ვერცერთი გემი ვერ შევა, მაგრამ დასავლეთი ამ დებულების შეცვლას ცდილობს. ამიტომ თურქეთის შებრუნება 180 გრადუსით დასავლეთისაკენ, რომელიც ანკარამ ვილნიუსის წინ აჩვენა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უკიდურესად არაშორსმჭვრეტელური ნაბიჯია. წლევანდელი ვილნიუსური ივლისი გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. დღემდე თურქეთისთვის ივლისის თვე გეოპოლიტიკური გამარჯვებების თვედ ითვლებოდა - ლოზანა, მონტრე, კვიპროსის სამშვიდობო ოპერაცია... მაგრამ იმავდროულად, 2023 წლის ივლისი, როცა ჩვენ რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ავღნიშნავთ, თურქეთისათვის ძალზე წარუმატებელი თვე გახდა. მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა თურქეთი თავისი გეოპოლიტიკური სიმდიდრის განკარგვამდე მიიყვანა. დღეს ჩვენ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ვართ, მაგრამ მთავარი ეს არ არის - კრიზისის გადალახვა ორ-სამ წელიწადში შეიძლება, მაგრამ ათწლეულები დაჭირდება გეოპოლიტიკური ზიანის ანაზღაურებას, იმ უპირატესობის დაბრუნებას, რასაც დავკარგავთ, როცა დასავლეთის წინაშე გეოპოლიტიკურ დათმობებზე წავალთ და იმპერიალისტების მოთხოვნებს შევასრულებთ“.

რა შეიძლება გაკეთდეს?

გადამდგარი კონტრ-ადმირალის თქმით, უკრაინას შეუძლია პირდაპირი ორმხრივი შეთანხმებები გააფორმოს შავიზღვისპირა ქვეყნებთან: „ყველაზე სწორი, რის გაკეთებაც ახლა შეიძლება, არის ის, რომ უზრუნველყოფილი იქნას უკრაინული მარცვლეულის რკინიგზით გადაზიდვა საბერძნეთში, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, იქიდან კი ევროპაში და სხვა ქვეყნებში“, - ამბობს ექსპერტი

საუბრის დასასრულს ჯემ გიურდენიზმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინიდან გატანილი ხორბლის დიდი ნაწილი აფრიკის და აზიის მშიერ ქვეყნებში კი არ მოხვდა, არამედ შედარებით მაძღარ ევროპაში: დასავლეთი მუდმივად აცხადებს, რომ მსოფლიოში შიმშილობა დაიწყებაო, მაგრამ აფრიკაში, რომელიც შიმშილს განიცდის, ბევრად ნაკლები ხორბალი მიდის, ვიდრე ევროპაში. აქაც ჩვენ სრულიად ნათლად ვხედავთ დასავლურ ორმაგ სტანდარტებს“.

როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, უკრაინიდან „დერეფნის“ მეშვეობით გატანილი ხორბლის დაზუსტებული მოცულობა ასეთია: 40% - ევროპის ქვეყნებში, 30% - აზიის ქვეყნებში, 13% - თურქეთში, 12% - აფრიკაში, 5% - ახლო აღმოსავლეთში“.

წყარო: https://www.cumhuriyet.com.tr/dunya/emekli-tumamiral-cem-gurdeniz-turkiye-savasa-sokulmak-istenebilir-2100854

 

region
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way