USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
«Cumhuriyet» (თურქეთი): „ტაქტიკური კი არა, სტრატეგიული აუცილებლობა: რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკური სვლები“
თარიღი:  

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ტაქტიკური კი არა, სტრატეგიული აუცილებლობა: რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკური სვლები“ (ავტორი - მეჰმედ ალი გიულერი), რომელშიც პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მიერ განხორციელებული ზოგიერთი დიპლომატიური მანევრია განხილული - აშშ-სთან ურთიერთობაში, ნატოში შვედეთის მიღებასთან დაკავშირებით. „იგი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

  რეჯეფ ერდოღანმა უკვე მოაწერა ხელი შვედეთის ნატოში გაწევრიანების ოქმს და დოკუმენტი დიდ ეროვნულ კრებაში (პარლამენტში) გადააგზავნა დასამტკიცებლად, რაც ზოგიერთი პოლიტიკური ანალიტიკოსის მიერ ტაქტიკურ სვლად იქნა შეფასებული.

და რა ტაქტიკაა ასეთი? რისი მიღების იმედი აქვს სანაცვლოდ რეჯეფ ერდოღანს ნატოელი მოკავშირეებისგან? გავიხსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინათ თურქეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ სტოკჰოლმს მომავალ წლამდე არანაირი შანსი არ აქვსო... თურმე რეჯეფ ერდოღანს იმედი აქვს, რომ ამერიკის კონგრესს თურქეთის პარლამენტით დააბალანსებს.. მექანიზმი ასეთია: თუ კონგრესი თურქეთისთვის „ფალკონების“ (F16-ების) მიყიდვას მოიწონებს, მაშინ დიდი ეროვნული კრება ოქმის რატიფიცირებას მოახდენს. თუ კონგრესი F16-ებზე უარს იტყვის, მაშინ, თავის მხრივ, დიდი ეროვნული კრებაც შვედეთის ნატოში მიღების ოქმს უარყოფს.

„სასახლემ“ დამალა, ნატომ გამოაჩინა

არ ვიცი, ვინც ასე ამბობს, საკუთარი ნათქვამისა სჯერათ თუ არა. ტაქტიკაზე ლაპარაკით ისინი აშკარად ცდილობენ შეამცირონ იმ სიტუაციის სიმძიმე, თუ რატომ გახდა იძულებული რეჯეფ ერდოღანი ოქმზე ხელი მოეწერა. კითხვა იბადება: თუ მის მიზანს კონგრესის ნებართვის მიღწევა წარმოადგენდა, მაშინ ვაშინგტონის თანხმობის მიღების სხვა ხერხებიც არსებობს და რა საჩქარო იყო ოქმის პარლამენტში გადაგზავნა?

უფრო მეტიც: თუ მიზანი ტაქტიკური იყო, მაშინ ანკარა არ დამალავდა, რომ საკითხი რეჯეფ ერდოღანისა და იენს სტოლტენბერგის სატელეფონო საუბრის დროსაც იქნა განხილული, მაგრამ დამალა: თურქეთის პრეზიდენტის სასახლის შეტყობინებით, საუბრის დროს შვედეთის თემა საერთოდ არ განხილულაო, მაგრამ ნატოს გენმდივანმა თვითონ განაცხადა და თქვა, რომ განვიხილეთ და მივესალმეთო.

სიტყვით - აშშ-ის საწინააღმდეგოდ, საქმით - მის ინტერესებში

სახეზეა არა ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული აუცილებლობა. კომენტატორები, რომლებიც კატეგორიული შეფასების მიცემას ცდილობენ, რეჯეფ ერდოღანის ამერიკისადმი კრიტიკული განცხადებების გათვალისწინებით, ხშირად რთულ მდგომარეობაში ვარდებიან.

მაგალითად, როცა ათი დღის წინათ რეჯეფ ერდოღანმა თეთრი სახლის გასაგონად შესძახა - „ეი, ამერიკავ, რას აკეთებ, რატომ ხარ ხმელთაშუა ზღვაში, პალესტინასთან, სირიასთან?“ - ყველას ეგონა, რომ მას განზრახული ჰქონდა შვედეთის ნატოში მიღების ოქმის განხილვის გადადება, მით უმეტეს, რომ აშკარად ჩანდა აშშ-ის ისრაელისადმი მხარდაჭერა. მაგრამ ვინც კარგად იცის რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკის სპეციფიკა, არ უნდა ელოდოს მისი სიტყვისა და საქმის ურთიერთკავშირს, თანმიმდევრულ პოლიტიკას.

ხომ გახსოვთ - ლიბიის ამბების დროს რეჯეფ ერდოღანმა მრისხანედ იკითხა - „რას აკეთებს ალიანსი ლიბიაში?“, შემდეგ კი უკან დაიხია და რბილად ჩაილაპარაკა: „ნატო უნდა შევიდელ ლიბიაში და ლიბიელებს უნდა აჩვენოს, რომ ლიბია მათ ეკუთვნით“. უფრო მეტიც - იზმირში ნატოს ლიბიის ოპერაციების სარდლობისათვის ცენტრი გახსნა.

ერთი სიტყვით, მართალია, დროდადრო რეჯეფ ერდოღანი ამერიკას აკრიტიკებდა (აკრიტიკებს) ხოლმე, მაგრამ მისი მოქმედება მთლიანობაში ყოველთვის შეესაბამება აშშ-სა ნატოს ინტერესებს.

მიდგომა: „სხვის თვალში ბეწვსაც ამჩნევს და დირესაც“

ზემოთ უკვე ვტქვი: სახეზეა არა ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული აუცილებლობა. განვმარტავ: რეჯეფ ერდოღანის პარტიის იდეოლოგიურმა ფლაგმანმა, გაზეთმა „იენი შაფაქმა“ (Yeni Şafak) ამ დღეებში თავის პირველ გვერდზე განათავსა ფოტოსურათი, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეხვევა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, წარწერა კი ასეთი აქვს: „ამ მკვლელებს ისლამური ქვეყნები კვებავენ“.

აღნიშნა რა, რომ „აშშ და დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ ძალას სცემენ პატივს“, Yeni Şafak-მა სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდა: „ნუ კვებავთ მათ ნავთობითა და ბუნებრივი გაზით“. დიახ, მართლაც ზუსტად არის ნათქვამი. მაგრამ როგორ არის ანდაზაში ბეწვისა და დირეს შესახებ? განა თურქეთის ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშექი ფულის სასესხებლად ამ მკვლელებთან არ დადის? განა ამას წინათ მინისტრმა მოლაპარაკება არ გამართა ჯერ საფრანგეთთან, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან?

მოკლედ თუ ვიტყვით, ამ შემთხვევაში სპარსეთის ყურის ქვეყნებისადმი მოწოდება ასე უნდა ჟღერდეს: „თქვენ არაფერი არ უნდა მისცეთ მკვლელებს, ჩვენ კი მათგან ფულს ვისესხავთ“.

აი, ამით გამოიხატება სტრატეგიული აუცილებლობა!

სამწუხაროდ, თურქეთის ყველა პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას, დაწყებული მმართველიდან და დამთავრებული „დიდი ოპოზიციით“, ნეოლიბერალიზმი წარმოადგენს, საგარეო პოლიტიკაში კი - ატლანტიზმი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკითხავი ისაა, შეძლებს თუ არა თურქეთის რესპუბლიკა მეორე ასეულის ზღურბლზე მდგარი, ამ სისტემიდან გამოსვლას.

წყარო: https://www.cumhuriyet.com.tr/yazarlar/mehmet-ali-guller/taktik-degil-stratejik-mecburiyet-2134106

 

 

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.