USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
უკვე 2020 წელია და რატომ ვიყენებთ ისევ PowerPoint-ს
Date:  696

 PowerPoint არავის უყვარს. არსად, არასდროს და არავის  უთქვამს- „რა კარგია, სპიკერმა თავისი PowerPoint პრეზენტაცია დაიწყო“. შეგვიძლია ეს იმის ნიშნად ჩავთვალოთ, რომ PowerPoint უსარგებლოა.

როგორც ამბობენ, PowerPoint-ის დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაშიც კი, ვერ ვაღწევთ მთავარ  მიზანს, რომელიც პრეზენტაციის დროს აუდიტორისათან უფრო ეფექტიან კომუნიკაციას გულისხმობს.

კომუნიკაცია ეფექტურია მაშინ, როდესაც აუდიტორიას მიწოდებული ინფორმაცია ესმის და იმახსოვრებს. PowerPoint ამ პროცესს ხელს უფრო უშლის, ვიდრე უწყობს. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად ლამაზია ან სწორადაა აწყობილი ჩვენი პრეზენტაცია, ხარვეზი თავად PowerPoint-შია.

PowerPoint პრეზენტაციის პოპულარობა  იმ მოსაზრებიდან გავრცელდა, რომლის მიხედვითაც  აუდიტორია პრეზენტატორის საუბარს უკეთესად იგებს და აღიქვამს მაშინ, როდესაც ინფორმაციას ვიზუალურადაც ხედავს. ინტუიტიურად, თითქოს ეს მოსაზრება სწორი უნდა იყოს, თუმცა ყველა მტკიცებულება საწინააღმდეგოს მიუთითებს.

პერდუს უნივერსიტეტის ინდუსტრიული ინჟინერიის ფაკულტეტმა 2008 წელს PowerPoint-ის შესახებ კვლევა ჩაატარა. დადგინდა, რომ ლექციიდან, რომელსაც ლექტორი PowerPoint-ის გამოყენებით ატარებდა, სტუდენტებმა 15%-ით ნაკლები ინფორმაცია აითვისეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დრო და ენერგია, რომელსაც PowerPoint პრეზენტაციის შექმნაში ვხარჯავთ, ფუჭადაა დაკარგული, რადგან საბოლოო მიზანს არ ემსახურება. PowerPoint ვერ აკეთებს იმას, რაც წესით უნდა გაეკეთებინა.

Картинки по запросу no PowerPointPower Point ის ნაკლებად ეფექტურობის მიზეზი არის ის, რომ ადამიანის ტვინში ერთდროულად ერთიდაიგივე ინფორმაციის სხვადასხვა ვერსიის გადამუშავება გაუგებრობას ქმნის, რასაც სამედიცინო ენაზე კოგნიტური გადატვირთვა ეწოდება. ეს იგივეა ერთსადიგივე სიმღერას ერთდროულად სხვადასხვა კლავიშებსა და ტემპში რომ ვუკრავდეთ.

სლაიდების კითხვა და თან პრეზენტატორის სმენა ამცირებს ინფორმაციის ათვისების ხარისხს, ამიტომ უმჯობესია, სპიკერი უბრალოდ საუბრობდეს. სლაიდების საშუალებით შეიძლება პრეზენტაცია ნაკლებად მოსაწყენი გახდეს, თუმცა ვერასდროს გახდება შედეგიანი.

უფრო დიდი კოგნიტური გადატვირთვა ხდება მაშინ, როდესაც PowerPoint-ს დიაგრამების წარსადგენად ვიყენებთ. დიაგრამები რამდენიმე სლაიდს ერთ სლაიდში აერთიანებს და წარმოადგენს რიგი  ჩამოთვლილი საკითხების  „ბულეთების“ მოზაიკას, რომლებიც ერთმანეთს ისრებითა და ხაზებით უკავშირდება. ეს დიაგრამები სულაც არ იწვევს სიცხადეს, პირიქით, კიდევ უფრო აბნევს აუდიტორიას. ეს ალბათ ყველასათვის ცნობილია, ვინც ერთხელ მაინც დასწრებია PowerPoint პრეზენტაციას. ამ დიაგრამების შემყურე გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა ერთხელ იხუმრა, ამ სლაიდს თუ გავიგებთ ომსაც მოვიგებთო 

PowerPoint-ს შეუძლია ტექნიკური დიაგრამების, სქემებისა და მულტიმედიური შინაარსის ფაილების წარმოდგენა. თუმცა, ვიდეოები ან აუდიო ჩანაწერების PowerPoint-ით ჩვენება მასობრივი გადატვირთვის ტოლფასია.  ასეთი მონაცემები თავისუფლად ინახება jpg და mp4 ფაილად, რომელიც იმაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს, ვიდრე PowerPoint. ასეთი ფაილების ჩვენება ნებისმიერ მოწყობილობაზე (მაგ:სმარტფონი) შეგვიძლია ყველანაირი ძვირადღირებული პროგრამული პაკეტების მოთხოვნის გარეშე.

PowerPoint-ს კიდევ ერთი დიდი მინუსი აქვს, ის ზღუდავს დისკუსიის შესაძლებლობას. მიუხედავად რეპლიკისა „ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეკითხვა დამისვათ“  PowerPoint-ის პრეზენტაციის დროს სპიკერის შეჩერება  ნაკლებად ხშირად ხდება, ეს კი  პრეზენტაციებს ხანგრძლივს და ცოტა მოსაწყენადაც კი აქცევს. PowerPoint-ის გამო,  შეკითხვები პრეზენტაციის ბოლოს გადადის, რადგან არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ ყველაფერი, რისი ცოდნაც აუდიტორიას სჭირდება PowerPoint-ზე არის ასახული.

 „ბულეთების“ სახით მოწოდებული ჩანაწერებიც სირთულეა- აუდიტორიას ხელს უშლის ჩაიწეროს ის, რასაც სპიკერი საუბრობს. PBS-ზე გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, სმენისას ჩანაწერების გაკეთება ინფორმაციის ათვისებას ამარტივებს. თუ შეხვედრებზე ინფორმაციას ბრიფის, საკითხავი დოკუმენტის ან სამუშაო „ფაილის“ სახით გვაწვდიან, ადამიანები მარტივად ახერხებენ ი ჩანაწერები გააკეთონ, რაც ზრდის ინფორმაციის ათვისების შესაძლებლობასა და ხარისხს.

PowerPoint-ის დრო უკვე წავიდა. მსოფლიოს მთავარმა კომუნიკატორებმა მასზე უკვე უარი თქვეს. მგონი დროა დავიჯეროთ უნივერსიტეტის კვლევა და დავტოვოთ Power Point 1980-იანებში, ჩვენ კი ნაკლები დრო და ენერგია ვხარჯოთ მის აწყობაშიდა დაზოგილი დრო კი საუბრის უკეთ სტრუქტურირებაში გამოვიყენოთ.

წყარო: http://www.insource.ge/ge/node/430

 

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way