USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
უკრაინულმა ძალებმა ომის დაწყებიდან 35 970 რუსი სამხედრო მოკლეს
Date:  165

ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 35 970 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1584 ტანკი, 3744 ჯავშანტექნიკა, 801 საარტილერიო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი, 654 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2618 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 64 ერთეული სპეცტექნიკა და 144 ფრთოსანი რაკეტა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way