USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
უკრაინული შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე [შეჯამება | 16.08.2024] -გიორგი კობერიძე
Date:  772
- ბოლო 10 დღეში უკრაინელებმა დაახლოებით იმდენივე ტერიტორია დაიკავეს კურსკის ოლქში, რამდენიც რუსებმა უკრაინაში მთელი 2024 წლის განმავლობაში.
- კურსკის ოლქში ძალიან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს კორენოვოში, რომელიც თავის მხრივ რაიონული ცენტრია. შეტაკებები არამხოლოდ ქალაქის შემოგარენში არამედ უშუალოდ დასახლებაში გრძელდება. რუსული სამხედრო ნაწილები, რომლებიც კორენოვოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ წუხელ საარტილერიო დარტყმის ქვეშ მოყვნენ. თავად რუსები წერენ, რომ კორენოვოსათვის ბრძოლა კრიტიკულ ფაზაშია შესული. უკრაინელები დასახლებას დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ერთდროულად უტევენ.
- ბოლო 48 საათია უკრაინელები კურსკის ოლქში განსაკუთრებით აქტიურად ნადირობენ რუსულ ლოჯისტიკურ მანქანებზე, რომელთაც საკვები, წყალი, ტყვია-წამალი და საწვავი მიაქვთ ფრონტის ხაზზე. ამ ყველაფრის გარეშე ნებისმიერი ტექნიკა გამოუსადეგარია და ნებისმიერი სამხედრო უუნარო და დემოტივირებული. ბრძოლას იგებენ სამხედროები, ომს კი ლოჯისტიკა.
- უკრაინულმა დარტყმებმა შედეგი გამოიღო: მდინარე სეიმზე პირველი და ყველაზე გამტარუნარიანი ხიდი ჩაირღვა გლუშკოვოსთან. თავის მხრივ, გლუშკოვო კიდევ ერთი რაიონული ცენტრია. ამ, მონაკვეთში სულ სამი ხიდი იყო. ორი უფრო მეტად გამტარუნარიანი. მეორე ხიდის დაბომბვა უკვე აქტიურად მიმდინარეობს და სავარაუდოა, რომ მისი განადგურებაც მალე მოხდება. ამის შემდეგ რუსულ დანაყოფებს ტეტკინო-გლუშკოვოს მონაკვეთზე გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ: ან უნდა დატოვონ ეს ტერიტორია და უკრაინულ კონტროლს დაუქვემდებარონ, ან ოპერატიულ ალყაში მოექცნენ და ბოლომდე ბრძოლა გაუმართონ. ამ ტერიტორიის ბედი მომდევნო დღეებზე იქნება დამოკიდებული.
- უკრაინელებმა სნაგოსტისათვის ბრძოლა მოიგეს. რუსების მცდელობა დაებრუნებინათ დასახლება ჩავარდა. უკრაინელებმა შეტევა მდინარე სეიმის მიმართულებით განავითარეს და ძალიან ახლოს არიან სანაპიროსთან.
- სუჯას სამხრეთით უკრაინელები აქტიურად უტევენ გირი-ბელიცას მონაკვეთს. რუსები დიდ ძალებს ახმარენ გირის შენარჩუნებას. უკრაინელების მიერ მისი დაკავება რუსული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავდაცვის ზღუდის გარღვევას და ცენტრალური გზის კონტროლს მოასწავებს.
- უკრაინელებმა სუჯაში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს.
- იმ დასახლებებიდან, რომლიდანაც რუსებმა გაასწრეს, გაქცევამდე ყველგან ჩამოხსნეს პუტინის პორტრეტები.
- სამხედრო შემფასებლები ერთდროულად თანხმდებიან, რომ კრემლში დაბნეულობა შეინიშნება მინიმუმ ორი საკითხთან მიმართებით: 1. საიდან უნდა მოიყვანოს რუსეთმა თავისუფალი რეზერვები, რომლითაც უკრაინულ შემტევ ინიციატივას ჩაახშობენ (დონეცკიდან ძირითადი და ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილების მოხსნა არაფრის ფასად არ უნდათ)? 2. ვინ ვის ენდობა რუსულ არმიაში და ხომ არ შეეცდებიან ერთმანეთს დააბრალონ წარუმატებლობა? ამ მეორე კითხვაზე პასუხი ძალიან საინტერესოა: რუსეთის გენშტაბში ახლა არიან ადამიანები (მათ შორის უფროსი გერასიმოვი), ვისაც ბრალდება კურსკის ჩავარდნა. მაგრამ მათ არავითარი მოტივაცია არ აქვთ ახალ სარდლობას (რომლებიც უშიშროებიდან არიან დანიშნული) წარმატების საშუალება მისცენ და თავიანთი უუნარობა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ.
პოლიტიკური თვალსაზრისით იმის თქმა შეიძლება, რომ პუტინის მუქარებისა და წითელი ხაზების კასკადი რეალურად უსაფუძვლო გამოდგა, ხოლო ომიდან მესამე წელს ომი რუსეთში მიმდინარეობს. ეს კი მის პოზიციასაც ასუსტებს და შიდა დაძაბულობასაც ზრდის.
- იმდენად ბევრი წვევამდელი ბარდება უკრაინელებს კურსკის ოლქში, რომ კრემლში შიშობენ ამ ყველაფერმა პრობლემები არ გამოიწვიოს. ამაზე თავად რუსი პროპაგანდისტები საუბრობენ და ამბობენ, რომ თუკი სამხედროების, მოხალისეებისა და მობილიზებულების დედები ბევრს არ ჩიოდნენ, 18 წლის წვევამდელებზე ყველა ჩივის. 1996 წელს ელცინის მიერ ჩეჩნეთში ომის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ წვევამდელების განადგურება და დატყვევება იყო.
- წუხელ აქტიურად დაიბომბა ყირიმი. აფეთქებები განხორციელდა ფეოდოსიაში, ქერჩსა და სევასტოპოლში. ხოლო ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეწყდა. საპატიმროში მყოფი რუსი ტერორისტი იგორ გირკინი წერს, რომ უკრაინელებმა შესაძლოა ძირითადი დარტყმა ყირიმის მიმართულებაზე განახორციელონო და კურსკი მხოლოდ სატყუარააო. გირკინი სწორედ თავისი ანლიზებისა და გენშტაბის კრიტიკის გამო დააკავეს 2023 წელს. კრემლს კრიტიკოსები არ უყვარს. შეგახსენებთ, გირკინი 2014 წლის ივლისში დონეცკის ოლქში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია.
გირკინის ვერსიას რომ დავუჯეროთ ტექნიკურად ყირიმში საზღვაო დესანტზე საუბარი ალბათ ნაკლებსავარაუდოა. თუკი ყირიმი მართლაცაა უკრაინელთა სამიზნე მაშინ მასთან მიღწევა ზაპორიჟიას ოლქის გადაჭრით უნდა მოხდეს, რაც წინა წელს არ გამოვიდა.
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way