USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Тбилиси
უკრაინული შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე [შეჯამება | 15.08.2024] - გიორგი კობერიძე
дата:  1821
პირველ რიგში დავიწყოთ რუკის ანალიზით:
კურსკის ოლქში, სუჯას ჩრდილო-დასავლეთით უკრაინული შეტევა მდინარე სეიმის მიმართულებით ვითარდება. აქტიურად იბომბება მდინარეზე გადასასვლელი სამივე ხიდი. განსაკუთრებულად აქტიური დარტყმები ხდება გლუშკოვოს ხიდზე, რომელსაც HIMARS-ით ბომბავენ. თუკი ხიდები ჩაირღვა და უკრაინელებმა მდინარეს მიაღწიეს, რუსები ოპერატიულ ალყაში მოხვდებიან და დანებება ან მანამ ევაკუაცია მოუწევთ, სანამ გასავლელი ჩაიკეტება. უკრაინული პოზიციებიდან მდინარემდე დარჩენილია 6 კილომეტრი. აღსანიშნავია ისიც, რომ მდინარიდან საზღვრამდე ტერიტორიის ეფექტურ კონტროლს რუსები ვერ ახერხებენ და უფრო ისეთი პოზიციებისათვის მართავენ აქტიურ ბრძოლას როგორიც ტეტკინო და სნაგოსტია.
- სუჯას ჩრდილო-დასავლეთით უკრაინელებმა სასაზღვრო დასახლება გორდევკა დაიკავეს და კიდევ უფრო გააფართოვეს პლაცდარმი. ხოლო სუჯას აღმოსავლეთით უკრაინელებმა დასახლება ჩერკასკოე პოროჩნიე აიღეს. უკრაინული დღევანდელი წინსვლა კურსკის ოლქში დაახლოებით 2 კილომეტრი იყო.
- რუსეთის ბელგოროდის ოლქის ჩრდილოეთ სასაზღვრო რაიონებში რუსების მდგომარეობა დამძიმდა. უკრაინელებმა გაარღვიეს რუსული წინააღმდეგობა არამხოლოდ კოლიტილოვკასთან, არამედ ვიაზოვოეშიც შევიდნენ. რუსი სამხედრო პროპაგანდისტები შიშობენ რომ კურსკის ოლქზე კრემლის ფოკუსმა შეიძლება ბელგოროდში მათი მდგომარეობა ბევრად გაართულოს. ეს კი უბრალო ამბავი არ არის, რადგან სწორედ ბელგოროდის ოლქია რუსული ლოჯისტიკის ერთ-ერთი მთავარი კვანძი. განსაკუთრებით კი ხარკივის ოლქისაკენ გადასროლილი რუსული ნაწილებისათვის.
- როგორც კურსკის, ისე ბელგოროდის ოლქებიდან დიდია რუსი ტყვეების რაოდენობა. მათი საერთო რიცხვი უცნობია, მაგრამ საუბარია ასეულობით (1000+) ტყვეზე. მათი უმრავლესობა წვევამდელია. რუსეთისათვის კი ეს დიდი დარტყმაა. 2022 წლიდან ასობით უკრაინელი სამხედრო და მშობელმოკლული ბავშვი იმყოფება რუსეთი ტყვეობაში (ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვები გადაასახლეს და უკანონოდ გააშვილეს). ამ რაოდენობის რუსი ტყვეების ხელში ჩაგდების ფონზე მათი მასობრივი გაცვლა უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
- არის სამხედრო ტექნიკის ალაფიც. უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ როგორც T80 ისე T90 ტანკები. მათ ხელში აღმოჩნდა რამდენიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა და რადიო-კომუნიკაციის აპარატები.
- რუსები ცდილობენ დანაყოფების მოშველიებას არამხოლოდ კალინინგრადიდან და დონეცკიდან არამედ აფრიკიდანაც კი, სადაც დაახლოებით 10 წელია რუსები საკუთარ სამხედრო ქსელს ქმნიდნენ და სხვადასხვა სამხედრო ორგანიზაციის სახელით ასობით ჯარისკაცს გზავნიდნენ. მათ შორის მოწინავე იყო "ვაგნერის" დანაყოფი. ახლა რუსებს ძალიან სჭირდებათ პროფესიონალი ცოცხალი ძალა. ამიტომაც ხდება ყველა მხრიდან რუსების მაქსიმალური გადაყვანა.
- კრემლს ეშინია, რომ თუკი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ის თავის შემტევი ნაწილების მასობრივ ევაკუაციას დაიწყებს უკრაინელები იქ სწრაფ კონტრშეტევაზე გადავლენ და დაიბრუნებენ დაკარგულ მიწებს. სწორედ ამიტომ, რუსები ცდილობენ, რომ დონეცკის ოლქში შეტევის ტემპი კვლავ დაუბრუნდეს მაღალ ნიშნულს. ამისათვის იგივე ბოლო 48 საათია, რუსული დანაყოფები ცოცხალი ძალის ტალღოვან შეტევებზეც კი არიან გადასული დონეცკის მიმართულებაზე. მათი მიზანი ტორეცკესა, ნიუ-იორკის აღება და პოკროვსკამდე მიღწევაა.
- რუსეთში, ირკუტსკში რუსული სტრატეგიული ბომდამშენი ტუ-22 ჩამოვარდა. ასეთი დანაკარგები განსაკუთრებით მძიმეა. სტრატეგიული ბომბდამშენები ათასობით კილომეტრიდან უშვებენ ფრთოსან რაკეტებს და ისე ცდილობენ სამიზნეების განადგურებას.
Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати