USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
უკრაინული შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე [შეჯამება | 14.08.2024] - გიორგი კობერიძე
дата:  1664
- წუხელ საჰაერო დარტყმები განხორციელდა რუსულ სამხედრო აეროდრომებზე ვორონეჟისა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. სამიზნეთა შორის იყო სავასლეიკასა და ბორისობლესკის ბაზები. დაბომბვა დრონების მეშვეობით განხორციელდა. დაზიანდა როგორც რამდენიმე თვითმფრინავი ისე სამმართველო ოპერატიული შტაბი. იერიშები მიმდინარეობდა უშუალოდ ვორონეჟის შემოგარენშიც. აქტიურობდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაც, რომლის გადატვირთვასაც უკრაინული დრონების მასირებული შეტევა ახდენს ხოლმე. რუსეთისათვის დიდი ტერიტორია ამ მხრივ პრობლემაა - რაც უფრო დიდია შენი საჰაერო სივრცე, ყველაფრის დაფარვას ვერ ახერხებ. ამაზე თავად რუსი სამხედროები წერენ.
- რუსებმა კურსკისა და ბელგოროდის ოლქში სანგრების თხრა დაიწყეს. როგორც სატელიტური ფოტოებიდან ირკვევა სანგრები საზღვრიდან 45 კილომეტრის სიღრმეში ითხრება. აქცენტი რილსკი-კურჩატოვი-კურსკის გზის დაცვაზეა გაკეთებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბრძოლო მოქმედებების ზოლი უეჭველად სანგრები იქნება, რადგან შესაძლოა ეს სანგრები ისევე გადაილახოს, როგორც 6 აგვისტოს უკრაინელთა შეტევის შედეგად საზღვრისპირას გადაილახა, ან პირიქით, ამ სანგრებამდე არც მოხდეს ფრონტის ხაზის აწევა. როგორც არ უნდა იყოს, რუსები თავდაცვითი პოზიციაში არიან ამ კონკრეტულ მიმართულებაზე და თან საზღვრიდან საკმაოდ შორს.
- უკრაინელებმა კურსკის ოლქში მრავალფუნქციური ბომბდამშენი სუ-34 ჩამოაგდეს. მისი საბაზრო ღირებულება 36 მილიონი დოლარია. უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გარკვეულ ფარს უქმნიან კურსკის ოლქში შესულ უკრაინელებს, თუმცა როგორც უკრაინელი ანალიტიკოსები წერენ დაახლოებით ასამდე საჰაერო იერიში ხორციელდება ყოველდღიურად კურსკის ოლქზე სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ არცთუ წარმატებითო. რეალურად უკრაინელები მეტწილად ახერხებენ ჰაერიდან თავის დაცვას, მაგრამ უფრო რთულია რუსული დრონების "ლანცეტების" მოგერიება.
- რუსებმა კურსკის ოლქში სიტუაციის გადასარჩენად კალინინგრადის (ყოფილი კონიგსბერგი) ოლქიდან ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გაყვანა დაიწყეს. ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა ამ პროცესს "კალინინგრადის დემილიტარიზაცია" უწოდა. ზოგადად, კალინინგრადი პოლონეთისა და ლიეტუვას უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბელარუსსა და კალინინგრადის ოლქს შორის 100 კილომეტრიანი მონაკვეთი და პოლონეთ-ლიეტუვას საზღვარია, რომელსაც სუვალკის დერეფანს უწოდებენ. რუსული პოტენციური აგრესიის შემთხვევაში ამ დერეფნის დაცვა კრიტიკული მნიშვნელობის იქნებოდა. კალინინგრადში რუსული კონტროლის დასუსტება კი ევროპული უსაფრთხოების ინტერესებშია.
- რუსებმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ჩერნიჰივის მიმართულებით საზღვარზე სცადეს დივერსიული ჯგუფებით გადასვლა, თუმცა უკრაინელებმა დაჯგუფება გაანადგურეს. ზოგადად, ჩერნიჰივისა და იმ ოლქების მიმართულება, რომელიც 2022 წლის აგრესიის პირველი სამიზნე იყო, ახლა კარგადაა გამაგრებული. რუსებისაგან ახლა კურსკის მარცხიდან ყურადღების გადასატანად არაფერი იქნება გამორიცხული.
- უკრაინელები აგრძელებენ ჰუმანიტარული დახმარების გაცემას კურსკის ოლქში. ხალხი დიდი სიხარულით იღებს ამ დახმარებას. ამან კი რუსულ პროპაგანდისტულ წრეებს დიდი დარტყმა მიაყენა - საკუთარ მოსახლეობას, რომელთა ევაკუაციაც განახორციელეს, 320 ლარი მისცეს ერთჯერადად, უკრაინელები კი ამ რაოდენობის პროდუქციას თითო დარიგებაზე შეიძლება აძლევდნენ კურსკის ოლქში თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ ხალხს.
- რუსმა პროპაგანდისტებმა დავალება მიიღეს აღარ ისაუბრონ კურსკის ოლქზე. ომიდან მესამე წელს, რომ რუსეთის ტერიტორიები ოკუპირებულია ამაზე საუბარიც კი დაუშვებელი გახდა. ცხადია საინფორმაციო აკრძალვა რეალობას ვერ შეცვლის, მაგრამ ის ფაქტი კი ჯიუტი ხდება, რომ რუსეთი ეტაპობრივად ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გარდაიქმნის პროცესშია. პუტინს კი მარცხთან და წარუმატებლობასთან ასოცირება არ უნდა. თუკი სიტუაცია შეიცვლება პროპაგანდისტები აუცილებლად ამოქმედდებიან ისევ.
- უკრაინელებმა დაასრულეს კურსკის ოლქში იმ სოფლებისა და ქალაქების წმენდა რომელშიც შესულები არიან. 1100-1200 კვადრატული კილომეტრის დაფარვაზეა საუბარი. ასევე მოხდა იმ გარემოზე კონტროლის დამყარებაც, რომლებიც დასახლებებს შორის მდებარეობს. მხოლოდ გზების ფლობა საშიშია ლოჯისტიკური მომარაგებისათვის. უკრაინელთა მხრიდან რეალურად ხდება არსებულ პლაცდარმზე უსაფრთხოების გაძლიერდება, საყრდენი პუნქტების შექმნა, საცეცხლე პოზიციების მოწყობა, თავდაცვითი ნაგებობების აშენება და ასე შემდეგ.
მომდევნო დღეები გამოაჩენს სცენარების განვითარების შემდგომ სურათს - 1. ამ გამყარებული პოზიციებიდან გაგრძელდება უკრაინელთა შეტევა სიღრმეში და კვლავ შეეცდებიან წაიწიონ წინ დიდი ძალებით, რომელთა ნაწილიც ჯერ კიდევ არ ჩართულან ბრძოლაში; 2. პირიქით, მოხდება არსებული პოზიციების შენარჩუნებასა და სასაზღვრო პერიმეტრის გასწვრივ ტერიტორიულ გაფართოებაზე აქცენტის გაკეთება. პირველ შემთხვევაში აქტიური შეტევითი ფაზა იქნება, მეორე შემთხვევაში კი უფრო თავდაცვითი. ამ უკანასკნელის დროს ყურადღება რუსების რამდენიმე წერტილში დაბმაზე და მაქსიმალური სამხედრო დანაკარგების მიყენებაზე იქნება გადატანილი და არა ახალი პოზიციების დაკავებაზე. თუმცა ამ შემთხვევაშიც სასაზღვრო თავდასხმები სავარაუდოა რომ ორივე შემთხვევაში გაგრძელდება.
საინტერესო კიდევ ერთი რამაა: უკრაინული რეზერვები ხომ არ გახსნიან ფრონტის ხაზის კიდევ ერთ მიმართულებას, რუსეთის რომელიმე სხვა ოლქში ან რაიონში. ამის ეშინიათ რუსებს. რუსები კიდევ ერთს შიშობენ, ხომ არ შეეცდებიან უკრაინელები დაიძრან სამხრეთით, საზღვრის განაპირა ზოლზე და გადაჭრან იგივე ხარკოვის ოლქში მყოფი რუსული ნაწილების მომარაგება? ზოგადად, ამის შესაძლებლობა და შანსი ნაკლებია.
- კურსკის ოლქის ერთ-ერთი რაიონული ცენტრი კორენოვო, რომელსაც უკრაინელები უკვე რამდენიმე დღეა უტევენ, კვლავ მთავარი იერიშის სამიზნეა. დასახლება სუჯას ჩრდილოეთით მდებარეობს და მისი აღების შემთხვევაში უკრაინელებს მეორე რაიონული ცენტრი ექნებათ დაკავებული, ხოლო უკვე დაკავებულ პლაცდარმს ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით მყარი დაცვა შეექმნება. ამიტომაა, რომ რუსები დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას უყრიან თავს და აგრძელებენ ბრძოლას კორენოვოსათვის.
- რუსეთის ბელგოროდის ოლქის სასაზღვრო რაიონებიდან მოსახლეობის გაყვანა აქტიურად მიმდინარეობს. აქ სურათი ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ აქცენტი კეთდება ფაქტზე, რომ უკრაინული თავდასხმები ყოველდღიურ ხასიათს ატარებსო.
общество
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати