USD 2.7288
EUR 3.1602
RUB 3.4651
Tbilisi
უკრაინული შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე (21:00 საათის შეჯამება | 11.08.2024) - გიორგი კობერიძე
Date:  1813
- უკრაინელებმა საზღვარი კურსკის ოლქის რილსკის რაიონში კიდევ ერთ მონაკვეთზე გადალახეს და დასახლება სლობოტკა-ივანოვკა დაიკავეს. წუხელ კი იგივე მოხდა ბელოვსკის რაიონში, სუჯას სამხრეთით (ამაზე უფრო დეტალურად დილის განხილვაში ვწერ). აქედან გამომდინარე იკვეთება ერთი შესაძლო ტენდენცია, რომელზეც რუსები შიშობენ: უკრაინული შეტევა ვითარდება არამხოლოდ სიღრმეში, ქალაქი კურსკისა და კურჩატოვის მიმართულებით, არამედ ფართოვდება საზღვრის გასწვრივ, რაც ნიშნავს, რომ რუსებს თავდაცვითი თუ კონტრ-შეტევითი ოპერაციების გაფართოება მოუწევთ. მსგავსი ტენდენცია შეიძლება შეიქმნას რუსეთის ბელგოროდის ოლქშიც. ჯერჯერობით ამ ოლქიდან ინფორმაცია აღარ განახლებულა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინულ იერიშს არ აქვს მხოლოდ ერთი ან ორი მიმართულება, სადაც დაუხვდება ჯარი და გაუმართავს ბრძოლას, არამედ ეს იღებს ფართო ოპერაციული მოქმედების სახეს დიდ ტერიტორიულ ერთეულზე. ამასთან, უკრაინელთათვის საზღვრისპირა გაფართოება ხელსაყრელია, რადგან ეს ლოჯისტიკურ მომარაგებას ამარტივებს.
- რუსები ჩივიან, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი თავისუფალი რუსეთის ლეგიონის წევრები შეიძლება იმ უკრაინულ სადაზვერვო ნაწილების რიგებში იყვნენ, რომელთაც შეუძლიათ ჩაიცვან რუსული უნიფორმა და მარტივად აღმოჩნდნენ მტრის ზურგშიო. ზოგადად ზუსტად უცნობია რა სახით მონაწილეობენ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები აღნიშნულ ოპერაციაში, მაგრამ რუსები მათზე განსაკუთრებით შიშობენ. მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა, 2023 წლის რეიდებში სწორედ უკრაინის მხარეს მებრძოლი თავისუფალი რუსეთის ლეგიონის წევრები იყვნენ მოწინავე რიგებში. რუსები ჩივიან რომ უკრაინელებთან ერთად არამხოლოდ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები, არამედ პოლონელებიც ღებულობენ შტურმში მონაწილეობას. რაც თავისთავად აბსურდული განცხადებაა. პოლონელებს ჰყავთ მოხალისეები უკრაინაში, მაგრამ პოლონეთის არმიის მონაწილეობა უბრალოდ რუსული მარცხის გამართლების მცდელობაა.
- რუსები წვევამდელების დიდ რაოდენობას ეზიდებიან სხვადასხვა ოლქებიდან. აქ საინტერესო ის არის, რომ წინა დღეებში სწორედ წვევამდელთა დიდი რაოდენობის დანებებამ და კადიროველების გაქცევამ (ვინც გაასწრო) მათი მორალი კატასტროფულად დასცა. ერთია შეტევაში ყოფნისას რომ ჩავარდები ტყვედ, მაგრამ მეორეა საკუთარ ქვეყანაში რომ მიგატოვებს სამხედრო ხელმძღვანელობა და ისე ჩავარდები ტყვედ. დიახ, ამ უკანასკნელზე ის შეიძლება ითქვას, რომ თავად ტყვედ ჩაბარებული რუსები საუბრობენ მაღალჩინოსნების გაქცევაზე.
- ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი შეეცდება მასობრივი გაწვევით შეაჩეროს უკრაინული წინსვლა და დაიბრუნოს ინიციატივა. ამისათვის კი უშიშროების მხრიდან წვევამდელებისათვის ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდებაო. თავისთავად არაა გამორიცხული საყოველთაო მობილიზაციაც.
- როგორც დილით აღვწერე რუსები ხარკოვის ოლქის სასაზღვრო საოკუპაციო ზოლიდან (რომელიც ვოვჩანსკთან სულ 5 კილომეტრია სიღრმეში) ცოცხალი ძალის გაყვანას იწყებენ, რათა მათი გადასროლა კურსკის ოლქში მოახდინონ. უკრაინელები კი მომიჯნავე რუსულ ბელგოროდის ოლქს და იმ გზას ბომბავენ, რომელზეც რუსებმა უნდა გაიარონ. ერთ-ერთი ასეთი რუსული კოლონა უკრაინულ დაბომბვაში მოჰყვა. არიან მოკლულები და დაჭრილები.
- კრემლი საკუთარ გენშტაბს იმდენად აღარ ენდობა რამდენადაც უშიშროების სამსახურებს. ვრცელდება ვერსია, რომ სწორედ უშიშროებიდან მოხდება იმ ადამიანების დანიშვნა, რომლებიც კურსკის დაცვას უხელმძღვანელებენ. საინტერესო ფაქტია ეს, რადგან თუკი მართლაც ვიხილეთ მსგავსი რამ ესე იგი რუსეთს უკრაინელთა შეტევის გარდა ჯარის დაუმორჩილებლობისა და დანებებისაც ეშინია და მათზე სრულფასოვანი კონტროლის დაბრუნებას ცდილობს.
- იზრდება რუსი ტყვეების რაოდენობა. ტყვეებს შორის არიან არამხოლოდ პროფესიონალი სამხედროები და წვევამდელები, არამედ კადიროველებიც.
პ.ს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ უკრაინელები თავიანთ სამხედრო ოპერაციაზე განცხადებებს არ აკეთებენ. წყაროები ძირითადად რუსულია, ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც ხოლმე.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ხუთ მისამართზე ჩატარდა
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოძველებული ლიფტების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე განხორციელდა.
ლიფტები შემდეგ მისამართებზე განახლდა:
ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, პირველი კვარტალი, კორპუსი N7ა, ღირებულება - 49 450 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N5ა, ღირებულება - 96 000 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, პირველი კვარტალი, კორპუსი N30, ღირებულება - 30 730 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, კორპუსი N26, ღირებულება - 30 970 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N7ა, ღირებულება - 31 665 ლარი;
აღნიშნულ მისამართებზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 238 815 ლარი დაიხარჯა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way