USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
უკრაინული შეტევა კურსკის ოლქზე (13:00 საათის შეჯამება- 08.08.2024)- გიორგი კობერიძე
თარიღი:  1254
- უკრაინული შტურმი, რომელიც ძალიან წააგავს ბლიცკრიგის ტაქტიკას - გრძელდება: - დანაყოფებმა ივანიცა მალაია ლოკნია აიღეს და ივანიცას უტევენ. შტურმია ანასტასევკას და რადუტინას მიმართულებითაც. ჩართულია მექანიზებული ნაწილები, სწრაფმავალი მობილური ჯგუფები რუსების სიღრმეში გადაადგილდებიან, საუბრობენ მოიერიშე ავიაციის მოქმედებაზეც. შეტევის ამ მიმართულებას კურჩატოვამდე შეიძლება მივყავდეთ, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. როგორც რუსები ჩივიან როსგვარდიის რეზერვი კია ადგილზე შეყვანილი, მაგრამ ზღუდეებით გამაგრებული არ არის. უკრაინული სატანკო ნაწილები და სტრაიკერები საგზაო მაგისტრალის გარდა ველებსა და მინდვრებს მიუყვებიან. რუსების თავდაცვის ყველა ზღუდე გადალახულია.
- უკრაინელთა შეტევის მეორე მიმართულება კორენოვოა. ქალაქი კიდევ ერთი რაიონული ცენტრია, რომლის აღებას ან შემოვლასაც (და ალყაში მოქცევას) უკრაინელები ცდილობენ. ქალაქიდან მოსახლეობა გარბის. იბომბება რკინიგზა და სახმელეთო გზები. რუსული სამხედრო რეზერვი რამდენჯერმე მოჰყვა დრონებით დაბომბვის ქვეშ.
- შეტაკებები გრძელდება სუჯას აღმოსავლეთ ნაწილში (ქალაქი მდინარის ორ ნაწილზეა აშენებული). სუჯას ცენტი უკრაინელთა ხელშია. გუშინ რუსებმა შემთხვევით საკუთარი სამხედრო კოლონა დაბომბეს ამ მიმართულებაზე და დიდი ხანი ცდილობდნენ უკრაინულად გასაღებას. ერთ-ერთი რუსი სუჯადან ყვებოდა, როდესაც ვკითხეთ უკრაინელებს თუ რა ვქნათ ჩვენო, უკრაინელებმა გვიპასუხეს უკრაინის ჰიმნი ისწავლეთო.
- წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ქალაქი კურსის შემოგარენი. რკინიგზის ხაზი რამდენიმე ადგილასაა განადგურებული. რკინიგზა რუსული ლოჯისტიკის მთავარი არტერიაა.
- გუშინ საღამოს მონაცემებით 300 რუსი სამხედროა ტყვედ აყვანილი.
- უკრაინული ნაწილები გადასროლილი არიან რუსეთის ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების საზღვართანაც. რუსები შიშობენ რომ ეს ან ცრუ მანევრია ან იქაც აპირებენ იერიშის წამოწყებას უკრაინელები. ფაქტია, რომ რუსები რეზერვებს ვერ ხსნიან ამ მონაკვეთიდანაც.
- რუსები ვარაუდობენ რომ დაახლოებით 10 ათასი უკრაინელი სამხედრო უტევს რუსეთის ტერიტორიას. საუბარია რომ კიდევ 15 ათასი საზღვარზეა მობილიზებული და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაერთოს ბრძოლაში.
- მთელს კურსკის ოლქში გამოცხადებულია საგანგებო/სამხედრო მდგომარეობა.
- უკრაინელთა იერიშის სამიზნე შესაძლოა პოლიტიკური იყოს. თუკი მათი სვლა ფართომასშტაბიანი რეიდი, პრევენციული დარტყმა და რუსების რიგებში პანიკის შეტანა არ არის, მაშინ უკრაინელები დაკავებული ტერიტორიის ოკუპაციას დაიწყებენ. ეს კი შემდგომში ცეცხლის შეწყვეტას გამორიცხავს, რასაც რუსეთი ასეოდენ ცდილობს და დასავლელ ზოგიერთ პოლიტიკოსშიც ყიდის ამ იდეას. ცეცხლის შეწყვეტა უკრაინული ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია. მაგრამ არის მეორე ვარიანტიც - მოლაპარაკების დაწყების შემთხვევაში ტერიტორიების ფლობა უდიდესი უპირატესობაა და გაცვლის საშუალებას იძლევა. როგორც არ უნდა იყოს, ომიდან მესამე წელს რუსეთის ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მარია ზახაროვა საჩივარს საჩივარზე წერს. მარგარიტა სიმონიანი კი ლოცვისკენ მოუწოდებს რუსეთს. სურეალიზმია რაც ხდება.
- ევროკავშირი და აშშ დისტანცირდა ამ ოპერაციიდან - მათ აღნიშნეს, რომ უკრაინის უფლებაა დაიცვას თავი და როგორ შეძლებენ ამას ეს უკრაინელთა გადასაწყვეტიაო.
- კურსკის ოლქის შტურმის ფონზე პუტინის ერთ-ერთი საყვარელი პროპაგანდისტი, ბელგოროდელი ევგენი პადდუბნი მძიმედაა დაჭრილი და მომაკვდავია. ვინ არის პადდუბნი? იგი Россия-24-სა და Россия-1-ის სამხედრო კორესპონდენტი და პუტინის ფავორიტია. იგი მონაწილეობას იღებდა 2014 წლის სამხედრო გაშუქებასა და საინფორმაციო პროპაგანდაში უკრაინის წინააღმდეგ. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი 2014 წლის აჯანყებისა დონბასშიც - მისი შეთხზულია ამბები უკრაინული ნაციზმის შესახებ.
შემდეგ წავიდა სირიაში და იქ უჭერდა მხარს რუსეთის სისხლიან ქმედებებს. მისი განმარტებით ყველა ტერორისტი იყო ვინც ასადის რეჟიმს არ უჭერდა მხარს.
2022 წლიდან კვლავ უკრაინას დაუბრუნდა და დაიწყო სამხედრო კამპანიის მხარდაჭერა და ანტი-უკრაინული განწყობების შექმნა რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იყო სანქცირებულიც. უშუალოდ შეხვდა პუტინი და დააჯილდოვა კიდეც.
- რაც მთავარია უკრაინელები ოფიციალურად ამ ოპერაციაზე დუმან. ყველა ინფორმაცია არის რუსული. ეს კი ძალიან სწორი მიდგომაა უკრაინელთა მხრიდან.
- დონეცკის ოლქში რუსებმა 5 აგვისტოს ნიუ-იორკის გარეუბანში 38-ე სკოლაზე დროშა დაკიდეს. მათთვის ნიუ-იორკის აღებას არამხოლოდ სამხედრო არამედ ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს - სახელიდან გამომდინარე, რომ მერე თქვან უკრაინაში არსებული ნიუ-იორკი ავიღეთო. მაგრამ უკრაინელებმა დროშა დრონით ააფეთქე და თავიანთი დროშა აღმართეს. ნიუ-იორკი უკრაინელთა ხელშია.
- შესავალში ვახსენე, რომ უკრაინელების მიმდინარე ოპერაცია ძალიან წააგავს ბლიცკრიგის ტაქტიკას. მოდი ავხსნი რატომ. ბლიცკრიგი შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან:
1. დარტყმა მოულოდნელ და ნაკლებად გამაგრებულ ადგილას;
2. სწრაფი გარღვევა და თუ საჭიროა გამაგრებული პოზიციების შემოვლა, რაც მოწინააღმდეგეს ალყის განცდაში აგდებს და პოზიციების მიტოვებას იწყებს;
3. მექანიზებული ნაწილები ცენტრში სწორხაზოვნად მიიწევენ, ფლანგებზე კი სტანდარტული დაწოლა ხდება, რაც მცველებს უკან დახევას აიძულებს;
4. შემტევ ნაწილებს წინა ხაზს უსუფთავებს არტილერია და ავიაცია, ზურგს კი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები უმაგრებენ.
5. საინფორმაციო ვაკუუმი - ეს ბლიცკრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მტერმა არ უნდა იცოდეს ზუსტად სად ხარ და ინფორმაცია უნდა იყოს ბუნდოვანი და დამაბნეველი.
ჯერჯერობით ყველაფერი წინაა. ვნახოთ.
საზოგადოება
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.