USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
უკრაინული შეტევა კურსკის ოლქზე (12:00 საათის შეჯამება- 09.08.2024) - გიორგი კობერიძე
Date:  959
- წუხელ ღამით უკრაინულმა არტილერიამ თითქმის სრულად გაანადგურა რუსული სამხედრო კოლონა კურსკის ოლქის რაიონული ცენტრის, რილსკის სიახლოვეს. განადგურებული კოლონა ძირითადად ცოცხალი ძალისაგან შედგებოდა. სავარაუდოდ გამოყენებული იყო კასეტური ბომბები, რომელიც საფანტივით იშლება და მასობრივ მსხვერპლს იწვევს. ასეთი მასშტაბის განადგურება 2022 წლის თებერვალ-მარტის შემდეგ აღარ ყოფილა [ვიდეო კომენტარებში].
- უკრაინელებმა მასირებული იერიში მიიტანეს რუსეთის ლიპეცკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე. დაბომბვაში მონაწილეობდნენ დრონები. შედეგად, განადგურებულია იარაღის საწყობი და სამი მრავალფუნქციური ბომბდამშენი. დაბომბვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და გამთენიას დასრულდა. [ვიდეო კომენტარებში]
- კურსკის ოლქიდან უკრაინელთა მხრიდან საინფორმაციო ვაკუუმი გრძელდება. რუსებიც ბუნდოვან ინფორმაციას იძლევიან, თუმცა ჩივიან, რომ უკრაინულმა დივერსიულმა დაჯგუფებებმა და მოწინავე ავანგარდმა თითქმის ლგოვამდეც კი მიაღწია. ეს არაა არმიის მთავარი ნაწილი, ესაა ისეთი დაჯგუფებები, რომლებიც საბრძოლო დაზვერვას შეიძლება ეწეოდნენ. მეტიც, რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინელებს იმაზე ბევრად მეტი ცოცხალი ძალა ჰყავთ საზღვართან მობილიზებული, ვიდრე უშუალოდ კურსკის ტერიტორიაზეო. რუსები შიშობენ რომ ან უკრაინული ძირითადი ძალები ჯერ კიდევ არ ჩართულან შეტევაში ან სხვა მიმართულებით გახსნიან ახალ ფრონტს. ამასთან, უკრაინელები დაკავებულ ტერიტორიებზე რუს მოსახლეობასთან კონტაქტში არ შედიან.
- რუსებმა დონეცკის ოლქიდან დაიწყეს ძალების გამოყვანა და კურსკის ოლქისაკენ მათი გადასროლა. ამ ფონზე უკრაინელებმა ლოკალურად ინიციატივა დაიბრუნეს დონეცკის ოლქის ზოგიერთ მიმართულებაზე. როგორც მინიმუმ, დონეცკის ოლქში უკრაინელებზე აქტიური დაწოლა შემსუბუქებულია.
- მთელი ღამე იბომბებოდა რუსეთის სამი ოლქი: ბრიანსკი, ვორონეჟი და ბელგოროდი. რაც კი მცირე რაოდენობით იარაღის საწყობი თუ ინდუსტრიული ცენტრებია, უკრაინელები აქტიურად ახორციელებენ მათ დაბომბვას. [ვიდეო კომენტარებში]
- უკრაინელები აგრძელებენ ტყვეების მოპოვებას. როგორც რუსები ამბობენ ასობით რუსი ტყვე გადაიყვანეს უკრაინელებმა უკრაინის საზღვრის მიღმა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა წვევამდელია.
P.S. 10 ვიდეო კომენტარებში, მაგრამ ზოგიერთი ვიდეო შეიძლება შეიცავდეს მძიმე კადრებს.
society
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way