USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
უკრაინული შეტევა კურსკის ოლქზე ( 21:00 საათის შეჯამება-09.08.2024) - გიორგი კობერიძე
Date:  1491
- უკრაინელებმა კურსკის ოლქში ყველა მიმართულებით გააფართოვეს თავიანთი პლაცდარმი და დაიკავეს: მირნი, სნაგოსტი, კრომსკიე ბიკი, ჩერემოშკი, დიმიტრსკოვი, პორეჩნოე და ბალშოე სოლდატსკოე (ან შემოუარეს მას). ფლანგების დაცვა და მაგისტრალური გზების გარდა შემოგარენის კონტროლი მნიშვნელოვანია ორი რამით:
1. ლოჯისტიკური მომარაგება იქნება უსაფრთხო და დაცული ნებისმიერი ტიპის ჩასაფრებებისაგან;
2. მოწინააღმდეგის მიერ ზურგში გზის გადაჭრა და წინ მყოფი ნაწილების ალყაში მოხვედრის შანსი შემცირდება. ზოგადად ეს უკანასკნელი სწრაფი მანევრისას - ბლიცკრიგისას - ყველაზე დიდი გამოწვევაა ხოლმე.
რუკა:
 წითელი -  უკრაინელთა მიერ 9 აგვისტოს დაკავებული ტერიტორია;
 ლურჯი -  უკრაინელთა მიერ 6-8 აგვისტოს დაკავებული ტერიტორია
- რუსეთში ინფორმაციაზე ხისტი კონტროლის დაწესება სურთ. აკავებენ ყველას, ვინც განადგურებული რუსული კოლონები გადაიღო, ან ვინც რუსეთის მარცხზე ლაპარაკობს. რუს დევნილებსაც კი აიძულებენ რომ მხოლოდ ის ილაპარაკონ, რასაც ხელისუფლება ეტყვით.
საინფორმაციო კონტროლისას დაპირისპირება განახლდა კადიროველებსა და რუს რეგულარებს შორის. თუკი რუსები კადიროველებს პოზიციების მიტოვებაში ადანაშაულებდნენ, კადიროველებმა რამდენიმე რუსი წვევამდელი მოიტაცეს და ათქმევინეს, რომ კადიროველები არსად გაქცეულან და პოზიციას ბოლომდე ინარჩუნებდნენო. ამის საპასუხოდ კი რუსებმა კადიროველების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია გააძლიერეს და სწორედ მათ სიმხდალეზე საუბრობენ. მოკლედ მათ შორის დაპირისპირება ფრონტის ხაზზე თუ აისახა არ გაგვიკვირდეს. ასეთი რამ ამ ომში უკვე ვიხილეთ.
მაგრამ რუსულ საინფორმაციო კონტროლს რუსებისათვის კიდევ ერთი დიდი მინუსი აღმოაჩნდა - რუსული სამხედრო ტელევიზია ზუსტად აშუქებს რუსული არმიის გადაადგილებას, რათა დაარწმუნოს რუსები, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ამით სწორედ ინფორმაციის გაჟონვა ხდება ხოლმე ძალიან მარტივად. ტელევიზიით თუკი შეგიძლია კოლონების მდებარეობა დაადგინო მის მიმართულებასაც ადვილად გამოიცნობ. სწორედ სწორ ინფორმაციას მოჰყვა წუხელ რუსული დიდი სამხედრო კოლონის განადგურება, რომელშიც 300-დან 500 სამხედრომდე იქნა მოკლული.
- უკრაინელები იყენებენ ადგილობრივ კამერებსაც, რომელთა გატეხვაც შეძლეს, როგორც ჩანს. საგზაო კამერებიდან დაწყებული კერძოთი დამთავრებული მრავალი კადრის აღმოჩენა მოხდა, რის გამოც უკრაინელებს უადვილდებათ რუსული ნაწილების ადგილის დადგენა და მათზე დარტყმა. ამასთან, რუსები ჩივიან, რომ უკრაინელებს დასავლეთი თანამგზავრული დაზვერვით ზუსტ ინფორმაციას აწვდის. ეს კიევის ბრძოლისას ვიხილეთ როგორი მნიშვნელოვანი და შედეგიანიც იყო.
- უკრაინული დრონები დომინირებენ კურსკის ცაზე. ისინი არათუ რუსულ ტექნიკას ზვერავენ და ზემოდან ეცემიან, არამედ რუსულ შვეულმფრენებზე ნადირობენ კიდეც, რომელთაც კუდში ეჯახებიან, რის შედეგადაც შვეულმფრენი კარგავს კონტროლს და სპირალური მოძრაობებით ვარდება.
- რუსები უკრაინელების კურჩატოვის ატომურ ელექტროსადგურთან გამოჩენას ნებისმიერ დროს ელოდებიან. როგორც წერენ მზადაა ნებისმიერი სახის ევაკუაციაც და წინააღმდეგობის გაწევის საშუალებაც. რამდენად ბრძოლისუნარიანი გამოდგება როსგვარია ამას ალბათ ვიხილავთ, თუკი უკრაინული იერიში ამ მიმართულებით გაგრძელდა.
- ფრონტზე გამოჩნდა უკრაინის მხარეს მებრძოლი თავისუფალი რუსეთის ლეგიონის სამხედრო ნაწილებიც. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული წინა მცირე ზომის ოპერაციებისას, რომლებიც დაახლოებით 24 საათი გაგრძელდა მხოლოდ, ისინი მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ. დღეს კი თავისუფალი რუსეთის ლეგიონი და მოხალისეთა კორპუსი უკრაინელებს ეხმარებიან.
- კვლავ გრძელდება რუსების დანებება. ტყვეების კიდევ ახალი პარტია გადაიყვანეს უკრაინელებმა უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინელებმა ხელთ იგდეს რუსული სამხედრო ტექნიკაც.
- კურსკის ოლქში დენი დღეს უკვე რამდენჯერმე გაითიშა. ეს კი ზოგან პანიკის საფუძველიც გახდა. ქალაქი კურსკი ჰუმანიტარული დახმარების დეფიციტს განიცდის. კრემლს კი საკუთარი მოქალაქეები დიდად არ ანაღვლებს.
საინტერესო ფაქტი:
დასავლურ მედიაში ანალიტიკოსები ხუმრობენ კიდეც: ადრე მედვედევი, პესკოვი და კრემლის სხვა წარმომადგენლები ბირთვული იარაღის გამოყენებით რომ გვემუქრებოდნენ, ახლა ამას აღარვინ აკეთებს, რადგან 40-ჯერ რომ დაემუქრები და ათ სხვადასხვა წითელ ხაზს გაავლებ, რომელსაც ყველა ჯერზე გადაიკვეთება და მაინც ვერაფერს აკეთებ, ამ დროს ყველა ეჩვევა და აღარავის აღარ ეშინიაო. ასე რომ დასავლური ანალიტიკოსები იწყებენ საუბარს ეგაა შესამჩნევი, თორემ ჩვენ ისედაც ვხედავდით ამ ტენდენციას.
თუმცა არაა გამორიცხული კრემლის მხრიდან მუქარების ახალი კასკადი კვლავ იყოს გამოცხადებული. ჩინეთს და რუსეთს ისტორიულად ახასიათებთ მუქარები და ძალის დემონსტრირებები და კუნთების თამაში. ვნახოთ.
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way