USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
უკრაინული მედია: ქართულმა მაფიამ „უკრაინის რკინიგზა“ გაძარცვა
Date:  2479

„ქართულმა მაფიამ „უკრაინის რკინიგზა“ გაძარცვა“ - ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა Obozrevatel-ი აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკონომიკას სატრანსპორტო კოლაფსი ემუქრება, კერძოდ, მარტის ბოლომდე კომპანია Ernst & Young-ის აუდიტორები „უკრაინის რკინიგზას“ ტექნიკურ დეფოლტს გამოუცხადებენ, 31 მარტიდან კი დაგეგმილია „უკრაინის რკინიგზის“ თანამშრომელთა გაფიცვა.

„პერსონალურ პასუხისმგებლობას ამაზე პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარე იულია გრიშინა მიხეილ სააკაშვილის პროტეჟეს, „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელს ვლადიმერ ჟმაკს აკისრებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა, სააკაშვილი პირდაპირ ეთერში დეპუტატებს ესხმის თავს.

„უკრაინის რკინიგზის“ 250 000-ზე მეტი თანამშრომელი და მათი ოჯახები შეშფოთებული არიან იმით, რომ კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდება. კრიტიკული სიტუაციის გამო 30 000-ზე მეტმა თანამშრომელმა შესაძლოა საარსებო წყარო დაკარგოს. მათ საკუთარი უკმაყოფილება მთავრობის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქციაზე გამოხატეს.

უკრაინის სატრანსპორტო მონოპოლიას მთელი ძალით ფინანსურ სამარეში აგდებს მიხეილ სააკაშვილის გუნდი: მისი თანაკურსელი, „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ჟმაკი, რომელიც ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის მუშაობისას მისი პირველი მოადგილე იყო და წელიწადში 5 მილიონ გრივნას იღებს, და „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია, რომლის საქართველოში მუშაობასაც ასევე მოჰყვა რკინიგზელთა გაფიცვა და მასობრივი სახელფასო დავალიანებები.

უკრაინაში ირაკლი ეზუგბაიამ ყველაზე მომგებიანი სექტორები აითვისა, როდესაც კონტეინერების მთელი პარკი მისსავე შექმნილ კომპანიას გადაუფორმა. სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლას შეეძლო 6-ჯერ მეტი მოგების მოტანა და სამგზავრო სექტორის კოლოსალური ზარალის დაფარვა, ირაკლი ეზუგბაიას ფასები საბაზრო ფასებზე 5-ჯერ უფრო დაბალ ნიშნულზე რო არ გაეჩერებინა.

რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი რიაზანცევი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო და კომერციულ ტარიფს შორის არსებული 500%-იანი სხვაობა მექრთამეთა ჯიბეებში მიდის. ამასთანავე, „უკრაინის რკინიგზაში“ არსებული კრიმინალის გამოძიება არ ხდება არც შსს-ში და არც გენპროკურატურაში. ყველა საქმე მიდის ანტიკორუფციულ ბიუროში, სადაც ამ საქმეებს ფარცხავენ გენპროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე გიზო უგლავა და უფროსი დეტექტივი დენის გიულმაგომედოვი.

დეპუტატ იულია გრიშინას განცხადებით, ყველა გასაჯაროებული მასალა ვლადიმერ ჟმაკისა და ირაკლი ეზუგბაიას ფინანსური მაქინაციების შესახებ დეტალურად იქნება გამოძიებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში.

imedinews.ge

tbilisi
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება.
 
პროექტის ფარგლებში, 1050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. 130 000 ლარამდე დაიხარჯება სამუშაოებისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიურები.
 
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამივე სადარბაზოში 172 გრძივი მეტრზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 39 750 ლარი დაიხარჯა.
 
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way