USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად რუსული გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა
თარიღი:  624

დროებით ოკუპირებულ ყირიმში ე.წ. ხელისუფლებამ ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა.

რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ ქერჩის მცხოვრებლებმა ღამით აფეთქებების ხმები გაიგონეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ღამით ყირიმზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა მოხდა და თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდი იყო. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში წყარომ დაუდასტურა, რომ 5 მარტის ღამეს უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად "სერგეი კოტოვი" ჩაიძირა.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის