USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულ მხარეთა რაოდენობა იზრდება - გიორგი კობერიძე
თარიღი:  1160
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ლაოსის ჩართვას ცდილობს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით ლაოსი თავდაპირველად სამხედრო ინჟინრების გაგზავნას გეგმავს, შემდგომ კი სხვაგვარი სამხედრო პერსონალის ჩართვაც აღარ იქნება გამორიცხული. მათი თავდაპირველი და დეკლარირებული მიზანი რუსეთის სამხედრო ძალების საინჟინრო მომსახურება და განაღმვა იქნება.
კომუნისტურ ლაოს სახალხო რევოლუციური პარტია მართავს, რომელიც ერთდროულად რუსეთის მოკავშირეცაა და ჩინეთზე თითქმის სრულად ჩამოკიდებულიც - ლაოსი ღიად, თავისი სურვილით გადაეშვა ჩინეთის ეკონომიკურ სესხის მახეში.
ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითც რუსეთი დამატებით 30 ათასი კორეელი სამხედროს მიღებას აპირებს თავის რიგებში. კორეა ამით სამ რაღაცას იღებს: 1. თითო სამხედროზე ფულს დოლარში; 2. აქტიურ სამხედრო გამოცდილებას; 3. მისთვის აღარ სცალია დასავლეთს.
აღარ სცალიათ-მეთქი როცა ვამბობთ, ზუსტად ეს მოტივაცია აქვს ჩინეთსაც, რომლის წარმომადგენლებაც განაცხადეს, რომ ჩინეთისათვის რუსეთის დამარცხება დაუშვებელიაო. ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს: 1. ვეღარც მისთვის იცლიან, როდესაც ფოკუსი და რესურსები რუსეთ-უკრაინაზეა მიმართული; 2. რუსეთის დამარცხება ნეგატიური პრედეცენტი იქნება მისი სამომავლო ექსპანსიური გეგმებისათვის; 3. გაჭიანურებულ ომში, რაც უფრო გამოიფიტება რუსეთი, მით უფრო მეტად გახდება მასზე დამოკიდებული, მაგრამ ჩინეთისათვის რუსეთი იმგვარად უნდა იყოს გამარჯვებული, რომ სხვა აღარაფრის თავი აღარ ჰქონდეს - ანუ პიროსისეული გამარჯვება უნდა მას. და თან ისე აკეთებს ამ ყველაფერს ჩინეთი, რომ დისტანცირდეს და თან მშვიდობაზეც ისაუბროს და კრემლსაც ანიშნოს, რომ მის მიღმა ბევრი არჩევანი რუსეთს აღარ აქვს.
ლაოსი და ჩრდილოეთ კორეა ჩინეთის წინააღმდეგობის შემთხვევაში არაფერს და ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ. თუმცა ამ ყველაფრიდან ის რეალობა კი იკვეთება, რომ რუსეთს გამოცდილ სამხედრო ძალების რაოდენობაში გაუჭირდა და საერთაშორისო არეალზე მოკავშირეებს ეძებს, რათა შეავსოს აღნიშნული დეფიციტი.
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის