USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს
дата:  558

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი ამ გადაწყვეტილების უმაღლეს რადაში დამტკიცებაა.

ალექსეი დანილოვმა განმარტა, რომ თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გამოცხადება იგეგმება.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати