უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეზე თავდასხმა მოიგერია, - ინფორმაციას უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციისა და სტრატეგიული უსაფრთხოების ცენტრი „ფეისბუქზე“ წერს.
მათივე ცნობით, უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის ტექნიკა და 50-მდე ჯარისკაცი გაანადგურა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.