USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ
дата:  255

უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ დღე-ღამეში ბახმუტის მიმართულებით ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის მიმართულების პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

„სულ (დღეში -ღამეში) მოხდა ექვსი შეტაკება, რომლის დროსაც ჩვენმა თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 138 ოკუპანტი, 236 დაშავდა, ერთი ტყვედ აიყვანეს“, - აღნიშნა ჩერევატიმ.

მისი თქმით, რუსები აძლიერებენ თავდაცვას და ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე კონტრშეტევას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати