USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ანდრეი კასიანოვი - საქართველომ სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა
Date:  194

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატოს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა დაიწყო, თუმცა ოფიციალურად აცხადებს, რომ განაგრძობს ევროპული გზის ერთგულებას. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა "ევროპეისკაია პრავდა" ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველომ, მოგეხსენებათ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მიმართა. ამჟამად საქართველო ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რასაც არ უარყოფს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ რეალურად გვაქვს ის, რომ ქვეყანამ, რომელიც განაგრძობს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირისა და ნატოსკენ თავისი პოლიტიკოსების განცხადებებში, სხვა მიმართულებით სვლა დაიწყო“ , - განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ზოგად პრინციპებს და ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტის დარღვევის ფაქტს.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way