უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლის გენერალ ოლექსანდრ სირსკის კარგად დაგეგმილი და უკრაინის არმიის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული კომბინირებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ხარკოვის ოლქში ბალაკლეა-იზიუმის მონაკვეთზე რომელსაც ხარკოვის გარღვევა ეწოდა ( ისტორიაში ალბათ სირსიკის გარღვევის სახელით შევა), რუსული საოკუპაციო ძალების გენშტაბი იძულებული გახდა ხარკოვის ოლქის დარჩენილი ნაწილიდანაც ჯარები გაეყვანათ და რუსული არმიის კოლაფსი ხარკოვის ოლქში “კეთილი ნების” ჟესტად შეეფუთათ გადაჯგუფების მოტივით…
უკრაინის არმიის ცალკეული სამხედრო ნაწილები იკავებენ ხარკოვის ოლქის მთელს ტერიტორიას (ტოკარივკა, ლიპცი, ზაპადნე,ვარვარივკა, ველიკო პროხოდი) და რამდენიმე დღეში სრულიად დაიკავებენ პოზიციებს ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის საზღვრებზე…
ამჟამად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს რუბეჟნოესა და სევეროდონეცკში, ლისიჩანსკის უდიდეს ნაწილს უკრაინის არმია აკონტროლებს მისი გათავისუფლების შემდგომ სევეროდონეცკის ბედიც გადაწყდება სავარაუდოდ შემდეგ დღეებში, თუმცა არსებობს ბუნებრივია რისკებიც, რადგან დიდი რაოდენობით სამხედრო დანაყოფები გადაისროლეს რუსებმა ამ მიმართულებით, უკრაინის გენშტაბის გადაწყვეტილებით დაიწყო ოპერატიული რეზერვების გადასროლა ხარკოვისა და ლუჰანსკის ოლქში, რადგან დაკავებული ტერიტორიების გაკონტროლება მოხდეს და ასევე სწრაფი მანევრირების ტემპი უკრაინის არმიამ შეინარჩუნოს ლუჰანსკის ოლქშიც…
სავარაუდოდ უახლოეს დღეებში (შესაძლოა გარკვეული პაუზის შემდგომაც) ზაპოროჟიეს ოლქში დაიწყება ახალი კონტრშეტევების ტალღა უკრაინის არმიის მიერ, რომლის წარმატების შემთხვევაში რუსული საოკუპაციო ძალების სამხრეთის ფროტნის რღვევაც მოხდება…