USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი დამტკიცებულია
дата:  401
ამერიკის კონგრესში ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს უკრაინისათვის 61 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას, რომლის მიწოდება უნდა მოხდეს 2024 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად.
 
თავის მხრივ პენტაგონი უკვე მუშაობს უკრაინასთვის სამხედრო შეარაღების მიწოდებაზე და მომდევნო კვირის ბოლომდე
უკრაინის დამცველები მიიღებენ შეარაღებას, სამხედრო პაკეტში პრიორიტეტი იქნება საბრძოლო მასალა MIM -104 Patriot-ის შორი მოქმედები საზენიტო სარაკეტო კომპლექსებისათვის (Pac-2 რაკეტები) საარტილერიო ჭურვები, ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები.
 
ოფიციალურად უკრაინისთვის დაყადაღებულჯ რუსული აქტივების გადაცემა - დამტკიცებულია! ამ დროისათვის უცნობია როდის და რა ფორმით მოხდება მისი გადაცემა უკრაინისათვის.
მომხრე-358
წინააღმდეგი-55
კონგრესმა ასევე დაამტკიცა შემდეგი კანონონპროექტები :
  • ძალისმიერი მშვიდობა (ტიკტოკის აკრძალვა, რუსული აქტივების კონფისკაცია, სანქციები)
  • ტაივანი- 8,1მილიარდი
  • უკრაინა- 61 მილიარდი
უკრაინისათვის საციცხლო მნიშვნენების სამხედრო დახმარება დამტკიცებულია, რთული ზაფხული ელოდება საოკუპაციო ძალებს, დღის წესრიგში დგას უკრაინის არმიისათვის:
  • ფრონტის ხაზების სტაბილიზაცია
  • საოკუპაციო ძალების საჰაერო უპირატესობის განეიტრალება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ოკუპანტების წინსვლის პოტენციალს.
  • საოკუპაციო ძალების ოპერატიული სიღრმეების დაბომბვა/დამუშავებას ლოჯისტიკური მომარაგების კვანძების , ენერგო რესურსების, სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად.
  • ოპერატიული ინიციატივის ეტაპობრივად დაუფლებას.

წყარო: რუსლან ვაშაძე

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати